როგორ გამოვაცხოთ ტორტი სწრაფად. ფაფუკი დესერტი გემრიელი ბისკვიტითა და არაჟნის კრემით

როგორ გამოვაცხოთ ტორტი სწრაფად. ფაფუკი დესერტი გემრიელი ბისკვიტითა და არაჟნის კრემით
თუკი დედების ან ბებიების კულინარიული ჩანაწერების წიგნში ჩაიხედავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ ამ პოპულარული ტორტის რეცეპტს. მის მომზადებას სულ ნახევარი საათი სჭირდება და უგემრიელესია. ამ ტორტის ნაჭრები პირში დნება და უხდება როგორც ჩაის, ისე ყავას.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი- 140გ
  • კარაქი- 100გ
  • კვერცხი- 2ცალი
  • კაკაოს ფხვნილი- 2 ს.კ
  • შაქარი- 200გ
  • შედედებული რძე- 400გ
  • სოდა- 0,5 ჩ.კ
  • ლიმონის წვენი- 1ს.კ
  • არაჟანი- 400გ


მომზადების წესი:

  1. კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ
  2. დაუმატეთ შედედებული რძე, ერთმანეთში არეული ფქვილი და სოდა, დააწურეთ ლიმონის წვენი.
  3. დაიწყეთ ბისკვიტის გამოცხობა. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ერთი ნაწილი დაასხით ფორმის ნახევარზე.
  4. დანარჩენ ცომს დაუმატეთ კაკაო, კარგად აურიეთ და დაასხით საცხობი ფორმის მეორე ნახევარზე. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10- 15 წუთით.
  5. ამასობაში მოამზადეთ კრემი- არაჟანი და შაქარი კარგად ათქვიფეთ
  6. გამომცხვარი ბისკვიტი გადმოიღეთ ფორმიდან, მოხსენით პერგამენტის ქაღალდი. თეთრი ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად.
  7. კაკაოს ფენაც ზუსტად შუაზე გაჭერით, თუმცა მისი ერთი ნახევარი წვრილად დაფხვენით ტორტის მოსართავად.
  8. ბისკვიტს წაუსვით კრემი და დააწყვეთ ერთმანეთზე ისე, რომ ბისკვიტი კაკაოს ფენით, შუაში მოხვდეს.
  9. ტორტი მორთეთ დაფხვნილი ბისკვიტით და გემრიელად მიირთვით.