სენსაცია: გრანირებული მარგალიტი - ოცნება, რომელიც რეალობად იქცა

სენსაცია: გრანირებული მარგალიტი - ოცნება, რომელიც რეალობად იქცა
ითვლება, რომ ნატურალური მარგალიტი ბუნებრივი სახით მშვენიერია და არ საჭიროებს არანაერ დამატებით დეკორირებას. ამ დრომდე ვფიქრობდით, რომ მისი დამუშავება შეუძლებელი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ შეესაბამება სიამრთლეს.
სენსაცია: გრანირებული მარგალიტი - ოცნება, რომელიც რეალობად იქცა
მაშინ როდესაც დამუშავებული ბრილიანტი, ზურმუხტით, ლალის თვლებით და სხვა ძვირფასი ქვებით ჩვენი გაკირვება უკვე შეუძლებელი გახდა, ხელოსნებმა სხვა ქვების დამუშავება დაიწყეს. ექსპერიმენტის ჩატარება კი მარგალიტზე გადაწყვიტეს. მის დამუშავება ჯერ კიდევ კარლ ფებერჟმა იწინასწარმეტყველა, რომელსაც სწამდა იმის, რომ მომავალში მარგალიტის დამუშავება ჩვეულებრივი პრაქტიკა იქნებოდა. იმ დროს მას როგორც ჩვეულებრივ ფანტაზიორს აღიქვავდენ, დღეს კი მის მოსაზრებებს ითვალისწინებენ.


მარგალიტის საიუველირო დამუშავების პირველი ექსპერიმენტატორები გახდენ იაპონელი სპეციალისტები კომპანიიდან Komatsu Diamond Industry. 1967 წლიდან 20 წლის განმავლობაში ისინი უშედეგოდ ცდილობდენ მარგალიტის დამუშავებას. ამ დროის მანძილზე იუველირებმა ამ ნედლეულის უამრავი ნაირსახეობა გამოსცადეს. წარმატებას კი მხოლოდ სამხრეთ სანაპიროების და ტაიტის მარგალიტების დამუშავებით მიაღწიეს.



იაპონელების კვალდაკვალ მარგალიტის დამუშავება რამოდენიმე კომპანიამაც დაიწყო ავსტრალიაში და ჩინეთში. ოსტატები, რომლებიც სპეციალურ ტექნიკას ფლობენ, არც ისე ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი რუსი ვიქტორ ტუზლუკოვია. მან თავისი საკუთარი ტექნოლოგია შეიმუშავა და ამით წამოუდგენელ შედეგებს მიაღწია. მისი მარგალიტები იმდენად სიმეტრიული და პროპორციულია, რომ მისი შესაძლოა ძვირფასი ქვების მეფესაც კი შეშურდეს.