როგორ შევქმნათ ნამდვილი ლედის სტილი: 7 რჩევა
ნამდვილი ლედის იერსახე უამრავ შეზღუდვასთან და წესთან ასოცირდება. ამიტომ, უამრავი ქალი ცდილობს, თავი აარიდოს ამ სტილს, რადგან მიუღწეველი ჰქონია. ნამდვილი ლედის განსახიერებები - ოდრი ჰეფბერნი, გრეის კელი, ჟაკლინ კენედი - ეს ლამაზმანები მუდამ უზადოდ გამოიყურებოდნენ. არ არის აუცილებელი, სრულიად შეიცვალოთ იერსახე, რათა მათ ელეგანტურ სტილს მიუახლოვდეთ, უბრალოდ, დაიცავით ეს წესები:
1. აქსესუარები
ერთი ხარისხიანი და კარგად შერჩეული აქსესუარი ნათლად ასახავს თქვენს კარგ გემოვნებას. ეს შეიძლება იყოს: ჩანთა, საყურე, საათი... არჩევანი თქვენზეა.
2. მარგალიტი
ცნობილი ფაქტია, რომ მარგალიტი ქალურობას უსვამს ხაზს. მაგრამ სწორად უნდა შეარჩიოთ სამკაული: მაგალითად, კაბა-ფუტლიარს მოუხდება სხვადასხვა სიგრძის 5-10 წვრილი მძივები. ერთი და თხელი მძივი კი სპორტულ იმიჯს მოარგეთ, ბოჰემური შიკის აქცენტით.
3. ჟაკეტი
რთულია წარმოიდგინო იდეალური ლედის გარდერობი კარგად მორგებული ჟაკეტის გარეშე, რომელიც შესანიშნავად უსვამს სხეულს ხაზს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ ღის სხვისი იმიჯის კოპირება, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ გიხდებათ.
4. ვარცხნილობა
მოუარეთ თმას. მთავარია, რომ ის მუდამ ჯანსაღად და აკურატულად გამოიყურებოდეს. მოუვლელი თმა ყველაზე უზადო იმიჯსაც კი აფუჭებს.
5. კლასიკა მუდამ მოდაშია
მოდა ცვალებადია, და თუკი მას მისდევთ, წინა წლის კოლექციის კაბა მოძველებულად გამოჩნდება. აი კლასიკა კი მოდიდან არასოდეს გამოვა. ის დღემდე აქტუალურია.
6. კლასიკური ფეხსაცმელი
ყველა დროის ფეხსაცმელი. შავი თუ კრემისფერი, კლასიკური ფორმის მოდელი მუდამ შექმნის განუმეორებელ და საინტერესო იმიჯს.
7. ხელთათმანები
ეს აქსესუარი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. სწორედ ასეთი წვრილმანები მეტყველებს უზადო სტილზე და გემოვნებაზე.