რომელი ხილი და ბოსტნეული შეესაბამება ორსულობის სხვადასხვა სტადიას?

კვირა 4: ყაყაჩოს თესლი
ორსულობის ამ ეტაპზე თქვენს მუცელში არსებულის განაყოფიერებული კვერცხი, რომელიც ზიგოტას სახელითაა ცნობილი, შედგება მხოლოდ 32 უჯრედისგან. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შვილის ზომა არ აღემატება ყაყაჩოს თესლის ზომას და იწონის სულ რაღაც 1.1 გრამს.
კვირა 7: მოცვი
უკვე მე-5 კვირისთვის თქვენი ნაყოფი იზრდება სეზამის თესლის ზომამდე. ამ დროისთვის დაწყებულია თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და გულის ფორმირება, ხოლო მე-7 კვირისთვის ნაყოფს უკვე ეზრდება პატარა მკლავები და მისი ზომა უტოლდება მოცვის ზომას.
კვირა 9: ალუბალი
მე-8 კვირისთვის თქვენი შვილის ზომა ლობიოს მარცვლის ზომისაა და იგი უკვე იწყებს მოძრაობასა და პოზიციის შეცვლას. უკვე მე-9 კვირაში ემბრიონი იქცევა ნაყოფად. ალუბლის მარცვლის ზომა ნაყოფს თვალები უკვე ბოლომდე აქვს ფორმირებული. მას ასევე განვითარებული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და რეპროდუქციული ორგანოები, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა ექიმთან სქესის დასადგენად მისვლა.
კვირა 11: ბრიუსელის კომბოსტო
მე-10 კვირაში ნაყოფი ლეღვის, ან კუმკვატის ნაყოფის ზომისაა და ბოლომდე ფორმირებული აქვს ფრჩხილები. მე-11 კვირაში პატარა ბრიუსელის კომბოსტოს ზომისაა და იწყებს აქტიურ მოძრაობას მუცელში, თუმცა მისი პატარა ზომის გამო ჯერ ამას ვერ გრძნობთ.
კვირა 13: ბარდა
მე-12 კვირა ძალზედ ამაღელვებელია. თქვენი შვილი უკვე ქლიავის ზომისაა და მან გამოიმუშავა რეფლექსები. ამ პერიოდში ნაყოფის სიგრძე ბარდის სიგრძეს აღემატება და იწყება ხმის სიმებისა და კბილების ჩამოყალიბების პროცესი. ფეხმძიმობის ამ ეტაპზე ქალბატონი ნაკლებად გრძნობს დაღლილობას და სექსუალურად აღგზნებულია...
კვირა 15: ვაშლი
მე-14 კვირაში თქვენი ბავშვი უკვე წოვს საკუთარ ცერა თითს და ლიმონის ზომისაა. ფეხმძიმობის სწორედ ამ დროს იფარება მთელი მისი თავი თმით, ხოლო მე-15 კვირაში მისი ზომა ვაშლის ზომას უტოლდება.
კვირა 18: წიწაკა
მე-16 კვირაში თქვენი შვილი უკვე ავოკადოს ზომისაა, ხოლო მე-17 კვირაში - მსხლის. რაც შეეხება მე-18 კვირას, ამ დროს თქვენი შვილი უკვე მოზრდილი წიწაკის ზომისაა და მას საკუთარი უნიკალური თითის ანაბეჭდები აქვს.
კვირა 20: არტიშოკი
მე-19 კვირაში თქვენი შვილი მანგოს ზომისაა, ხოლო მე-20 კვირაში - არტოშოკის და მისი სიგრძე უტოლდება საშუალო ზომის ბანანის სიგრძეს. ამ დროს თქვენს ნაყოფს შესაძლოა უკვე ფორმირებული ჰქონდეს თხელი წარბები.
კვირა 22: პაპაია
21-ე კვირაში თქვენი ნაყოფის სიგრძე აღემატება სტაფილოს სიგრძეს და იგი უკვე რეაგირებს შეხებაზე. 22-ე კვირაში იგი უკვე პაპაიას ზომისაა და განვითარების სტადიაზეა ფილტვები.
კვირა 24: მოზრდილი სიმინდის ტარო
23-ე კვირაში პატარას უკვე ესმის თქვენი ხმა და მისი ზომა ყურძნის მტევნის ზომას აღემატება. 24-ე კვირაში მისი სიგრძე აღემატება სიმინდის ტაროს სიგრძეს და მისი კანი ახალი კაპილარების ფორმირების შედეგად ვარდისფერი ხდება.
კვირა 28: ბადრიჯანი
25-ე კვირაში თქვენი შვილი ყვავილოვანი კომბოსტოს ზომისაა და განვითარებული აქვს ორიენტაციის უნარი. 26-ე კვირაში მას ეზრდება წამწამები და მისი სიგრძე აღემატება მწვანე ხახვის სიგრძეს, ხოლო 27-ე კვირაში მას აღენიშნება ტვინის აქტივობა.
კვირა 31: ქოქოსი
30-ე კვირაში ნაყოფის ზომა უკვე კომბოსტოს ზომას უტოლდება და იგი საკმაოდ ძლიერია, რათა იგრძნოთ ბიძგები. რაც შეეხება 31-ე კვირას, იგი უკვო ქოქოსოს ზომისაა და თითქმის ბოლომდე ჩამოყალიბებული აქვს ტვინი და ნერვული დაბოლოებები.
კვირა 33: ანანასი
32-ე კვირაში ნაყოფი უკვე სახით ქვემოთაა მოქცეული და ემზადება საშვილოსნოს დასატოვებლად. 33-ე კვირაში მას უკვე ძვლები უმაგრდება და სწავლობს სუნთქვას ცერა თითის წოვის პარალელურად.
კვირა 36: სალათის ფურცელი
34-ე კვირაში პატარა უკვე რაგირებს მარტივ მელოდიებზე და იწყებს შარდვას. რაც შეეხება 35-ე კვირას, ამ დროს ნაყოფის იმუნური სისტემა საკმაოდ მოძლიერებულია და უკვე მზადაა დამოუკიდებლად სუნთქვისთვის.
კვირა 40: მინი გოგრა
თუ ნაყოფი ამ დროს ჯერ კიდევ საშვილოსნოში იმყოფება, მისი ზომა უტოლდება საშუალო ზომის გოგრას და იგი უკვე 100% მზადაა ახალი სამყაროს შესახვედრად.