დედები სუპერადამიანები არიან: 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ორსულობის შესახებ
ფაქტი #1: დედის გული ზომებში იზრდება.
და ეს არა მხოლოდ მეტაფორულად!
ორსულობის დროს ყველა დედა ამბობს, რომ მის მუცელში ბინადარმა პატარა არსებამ მისი გული სითბოთი და სიყვარულით აავსო. ამ ფაქტს მეცნიერება შემდეგნაირად ხსნის:
ფეხმძიმე დედის გული ფართოვდება და იწყებს უფრო სწრაფ ტემპში მუშაობას, რათა უფრო მეტი სისხლი გადაამუშავოს.
ყოველივე ეს იმიტომ, რომ 9 თვის განმავლობაში დედის გული ორი ადამიანის მაგივრად ცემს და მას გაცილებით მეტი სამუშაოს შესრულება უწევს.
ფაქტი #2: ფეხის ზომა შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს.
ფეხმძიმობის დროს ორგანიზმში დაგროვილი სითხე შეიძლება ფეხის ზომაზე აისახოს. რიგ შემთხვევებში ეს ცვლილება სამუდამოა.
ფაქტი #3: თქვენი საშვილოსნო 500_ჯერ იზრდება.
როგორც წესი, ფეხმძიმობამდე ქალბატონის საშვილოსნო ატმის ზომისაა.
9 თვის განმავლობაში, როდესაც მუცელში ნაყოფი იზრდება და ვითარდება, საშვილოსნო 500_ჯერ იზრდება.
ფეხმძიმობის მე-9 თვეში საშვილოსნოს ზომა საზამთროს ზომას შეესაბამება.
ფაქტი #4: დედას მოულოდნელად ეწყება ლაქტაცია ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა ესმის.
მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ მომავალ დედას ფეხმძიმობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში სპონტანურად ეწყება ლაქტაცია, როდესაც მას ბავშვის ტირილის ხმა ესმის.
ფაქტი #5: თქვენ სუპერ ყნოსვა გინვითარდებათ.
ეს ადრეული ნიშნია იმისა, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ.
ფაქტი #6: თქვენს სხეულში ახალი ორგანო ვითარდება.
დედების უმრალვესობამ ყველაფერი იცის პლაცენტის შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვერ ათვითცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ის სრულიად ახალი ორგანოა ჩვენს სხეულში.
ფაქტი #7: თქვენი მენჯი აღარასდროს დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.
უამრავი რამ იცვლება ქალბატონის სხეულში, როდესაც ის დედა ხდება. განსაკუთრებით ეს მენჯის ძვლებს ეხება.
ფეხმძიმობის 9 თვის განმავლობაში მენჯის ძვლები ერთმანეთს დაახლოებით 9 მილიმეტრით ცილდება.
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მშობიარობა ადვილად წარიმართოს და პატარას მიეცეს უფრო დიდი სივრცე დედის მუცლიდან გამოსასვლელად.
ცნობისთვის, დედის მენჯები ვეღარასდროს იბრუნებს პირვანდელ სახეს. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ექიმებისთვის ერთი შეხედვაც საკმარისია იმის დასადგენად, აქვს თუ არა ქალბატონს ნამშობიარები.
ფაქტი #8: ამ დროს თქვენ მთლიანად ბზინავთ!
ქალბატონის ორგანიზმი ყოველთვის გამოიმუშავებს გარკვეული დონით ესტროგენს - ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია განვითარებაზე, რომელსაც სქესობრივი მომწიფების დროს გავდივართ.
ფეხმძიმობის დროს ჰორმონები, განსაკუთრებით კი ესტროგენი, გაცილებით სწრაფად და დიდი სიხშირით გამომუშავდება.
ჭარბ ესტროგენი ქალბატონის გარეგნობაზე სასარგებლოდ აისახება: ამ დროს თმა და ფრჩხილები გაცილებით ძლიერი ხდება, ხოლო კანი - ნათელი და ლამაზი.
ფაქტი #9: თქვენ გაცილებით მოქნილი ხდებით.
ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში ქალბატონების უმრავლესობა ვერც კი იხრება თასმების შესაკვრელად, თუმცა გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ ამ დროს თქვენი სხეული ისეთი მოქნილი და ელასტიურია, როგორც არასდროს.
ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ ფეხმძიმე ქალბატონის ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონს, სახელწოდებით რელაქსინი, რომელიც ადუნებს სახსრებს და ხდის იოგებს უფრო მოქნილს.
ფაქტი #10: თქვენ აუტანელი გულძმარვა გაწუხებთ.
ფეხმძიმე ქალბატონი ხშირად განიცდის გულძმარვას და ტკივილის განცდას მუცლის არეში, რომელიც საჭმლის რთული გადამუშავებითაა განპირობებული.
დედობა - ღვთისგან ბოძებული ნამდვილი ნიჭი, რომელიც სათანადოდ უნდა დავაფასოთ!