მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური სახეობის არსება, რომლებიც მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს

მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური სახეობის არსება, რომლებიც მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს
მსოფლიო ფაუნა მდიდარი და მრავალფეროვანია, თუმცა სამწუხაროდ ცხოველების უამრავი სახეობა გადაშენეის პირასაა, რაშიც განუსაზღვრელად დიდი წილი ადამიანებს მიგვიძღვის. რომ არა ბრაკონიერობა და გლობალური კლიმატური ცვლილებები, დღეს დედამიწაზე გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი ფაუნა გვექნებოდა. ამ საშინელი ფაქტების მიუხედავად, მეცნიერები შეუპოვრად განაგრძობენ ახალი სახეობების აღმოჩენას და დღეს Fpaparazzi.com სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ...

მდინარე არაგუაის დელფინი (Inia araguaiaensis), ბრაზილია.




დელფინების სრულიად ახალი სახეობა ბინადრობს მდინარე არაგუაიას აუზში, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში. მეცნიერების ვარაუდით დაახლოებით 2 მილიონი წლის წინათ არაგუაიას მდინარე შეურთდა ამაზონს, რის გამოც ამაზონის მდინარეში ბინადარი დელფინები აღმოჩნდნენ იზოლირებულები და დროთა განმავლობაში ევოლუციის შედეგად ისინი სრულიად ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ. მდინარის დელფინებსა და ზღვის დელფინებს შორის სხვაობა ისაა, რომ მათ წვრილი და გრძელი ''ნისკარტი'' აქვთ, ასევე ამ დელფინებს მხედველობა ძალზედ დაუქვეითდათ, რადგან არაგუაიას მღვრიე მდინარეში კარგი მხედველობა აბსოლიტურად გამოუსადეგარია.

ობობა-ფარშევანგი (Maratus pardus), ავსტრალია.



ობობა-ფარშევანგები, რომლებიც ბინადრობენ ავსტრალიაში, ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახეობად ფეხსახსრიანთა შორის მთელ მსოფლიოში. მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ობობები შემოსილები არიან ნაცრისფერი ბეწვით, ხოლო მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მუცლის მიმდებარე ტერიტორია დაფარული აქვთ ულამაზესი, ფერადი ბეწვით. როდესაც მამრი ობობა ხედავს ქალბატონს, ის თავის ლამაზ, ფერად ბეწვს შლის ისევე, როგორც ფარშევანგი - კუდს და ამ გზით ცდილობს ქალბატონის მოხიბვლას. ობობა-ფარშევანგები ბინადრობენ დასავლეთ ავსტრალიაში.

არსება X (Dendrogramma enigmatica и Dendrogramma discoides), ავსტრალია.



ეს უჩვეულო არსებები აღმოაჩინეს ავსტრალიის სანაპიროებზე ჯერ კიდევ 1986 წელს და აღმოჩენიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მთელ სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გაოცება გამოიწვიეს. ''Dendrogramma enigmatica'' და ''Dendrogramma discoides'' - მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც საკუთარი ფორმით ძალიან ჰგვანან სოკოებს, რომელთაც პირი ''ფეხების'' დაბოლოებასთან აქვთ. მეცნიერებმა ვერაფრით შეძლეს ამ არსების რომელიმე სახეობისთვის მიკუთვნება, რის გამოც მათ შექმნეს ცოცხალი ორგანიზმების სრულიად ახალი საახეობა სახელად ''Dendrogramma''. გარდა ამისა, საუბარი მიდის რელიქტიურ სახეობაზე, რადგან აღმოჩენილი ანალოგიური ორგანიზმების ნარჩენები თარიღდება 600 მილიონი წლით.

ზღარბთევზა (Torquigener albomaculosus), იაპონია.



ამ თევზის აღმოჩენის ისტორია ძალიან საინტერესოა და საიდუმლოებებითაა მოცული. 1995 წლიდან მოყოლებული რიუკიუს არქიპელაგის მახლობლად მდებარე ზღვაში რეგულარულად პოულობდნენ ლამაზ, მრგვალ კონსტრუქციებს, რომელთა დიამეტრი დააახლოებით 2 მეტრს შეადგენს, თუმცა მეცნიერებისთვის ძალზედ დიდ თავსატეხს წარმოადგენდა ის ფაქტი, თუ ვინ და რა მიზნით ქმნის ამ ულამაზეს წრეებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ კონსტრუქციების ავტორები არიან სრულიად ახალი სახეობის მამრობითი სქესის წარმომადგენელი ზღარბთევზები, რომლებიც ამ გზით იზიდავენ მდედრებს. ეს თევზები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე შხამიან არსებებად წყლის ბინადართა შორის და ფუგუს სახელით არიან ცნობილნი. იაპონელებისთვის შხამიანი ფუგუს თევზი არაჩვეულებრივი დელიკატესია...

ჯოხისებრი მწერი (Phryganistria heusii yentuensis), ვიეტნამი.



ზომა - ჯოხისებრი მწერის მთავარი ღირსება, რომელიც ბინადრობს ტაი-იენ-ტუს ნაკრძალში. მისი სიგრძე შეადგენს 32 სანტიმეტრს და მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე გრძელი მწერია. ამ ფაქტიდან გამომდინარე ისმის კითხვა, თუ რატომ ვერ აღმოაჩინეს ამ დრომდე ეს მწერი, თუმცა საქმე იმაშია, რომ მათ არაჩვეულებრივად გამოსდით ჯოხის, ან ფოთლის იმიტირება და საკმაო დიდი ხნით შეუძლიათ ერთ პოზაში გაუნძრელად გაჩერება.

ტარაკანი კრაზანა-დემენტორი (Ampulex dementor), ტაილანდი.



კრაზანის ახალი სახეობის აღმოჩენა სრულიად შეუმჩნევლად ჩაივლიდა, რომ არა მისი უჩვეულო დასახელება. მეცნიერებმა ამ მწერს სახელი ჰარი პოტერის ფილმიდან ''მსოფლიოში ყველაზე საშინელი და საზიზღარი არსების'' საპატივცემულოდ შეურჩიეს. წიგნში მოთხრობილი დემენტორები იკვებებიან ადამიანების ემოციებით. ტაილანდში მცხოვრები კრაზანებიც ანალოგიურად ექცევიან საკუთარ მსხვერპლს: ისინი ორგანიზმში უშვებენ შხამს, რომელიც სპობს ტარაკანის ნერვულ სიტემას და ართმევს გადაადგილების უნარს, რის გამოც მსხვერპლი იღუპება.

ტყის ვეფხვისებრი ბაგამოლი (Dystacta tigrifrutex), რუანდა.



ბაგამოლის ახალმა სახეობამ, რომელიც ბინადრობს ნიუნგვეს ნაციონალურ პარკში, საკუთარი სახელწოდება მიიღო დიდ კატასთან ნადირობის მეთოდების მსგავსების გამო. ისევე, როგორც ვეფხვები, ამ სახეობის ბაგამოლები საკუთარ მსხვერპლს თვალთვალობენ მალულად და მხოლოდ საჭირო მომენტში ესხმიან თავს.

ინდიანას ბრმათევზა (Amblyopsis hoosieri), აშშ.



თევზების სრულიად ახალი სახეობა ბინადრობს აღმოსავლეთ ინდიანას შტატში მდებარე გამოქვაბულში. სახელწოდებიდან გამომდინარე არაა რთული მისახვედრი, რომ ეს თევზები ბრმები არიან - მათ საერთოდ არ აქვთ თვალები. გადაადგილებისა და ერთმანეთის პოვნის საშუალებას ამ თევზებს თავზე განვითარებული სეისმოსენსორული არხები აძლევს. ბრმათევზები მიეკუთვნებიან თევზების იმ უიშვიათეს სახეობას, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ შთამომავლობაზე. სწორედ ამ ფაქტის გამო ბრმათევზების ანატომია ძალზედ განსხვავდება ჩვეულებრივი თევზების აღნაგობისგან. ზრდასთან ერთად ამ თევზებს ანალური და სასქესო ხვრელი იწევს წინ და უკვე ზრდასრულ ასაკში ის მდებარეობს ყელის არეში. ასე მდედრი ბრმათევზასათვის გაცილებით უფრო მარტივია ქვირითის საკუთარ ლაყუჩებში მოთავსება და შენახვა, სადაც მომავალი შთამომავლობა 100% დაცული იქნება.

ობობა-ფრინველების მჭამელი ლენონი (Bumba lennoni), ბრაზილია.



ურუგვაელმა და ბრაზილიელმა მეცნიერებმა, რომლებიც ჯგუფ ''The Beatles"_ის დიდი თაყვანისმცემლები არიან, აღმოაჩინეს ობობების ახალი სახეობა, რომლეთაც სახელწოდება ლეგენდარული ჯონ ლენონის საპატივცემულოდ შეურჩიეს. ობობები-ფრინველების მჭამელები ბინადრობენ აბსოლიტურად ყველა კონტინენტზე გარდა ანტარქტიდისა. მიუხედავად სახელწოდებისა, ეს არსებები არ იკვებებიან ფრინველებით, თუმცა ნამდვილად სასტიკი მტაცებლები არიან.

შავ კუდიანი ჩანთოსანი თაგვები (Antechinus arktos), ავსტრალია.



ეს პატარა ცხოველები ბინადრობენ მაღალმთიან რეგიონებში ახალი უელსისა და კვინსლენდის საზღვარზე. საკმად დიდი ხნის მანძილზე შავ კუდიან ჩანთოსან თაგვებს მიიჩნევდნენ სვენსონის ქვესახეობად, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქმე ეხლება სრულიად ახალ, დამოუკიდებელ სახეობას. გამრავლების სეზონის მანძილზე, რომელიც გრძელდება 2 კვირას, ეს თაგვები კავდებიან შთამომავლობის გაგრძელებით დღე-ღამეში 12 საათით, რაც განპირობებულია სისხლში არსებული ტესტოსტერონის მაღალი მაჩვენებელით, თუმცა სწორედ ეს ჰორმონი ანადგურებს ორგანიზმის ქსოვილებს და ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც მამრი თაგვები პირდაპირი გაგებით სიყვარულისგან იღუპებიან.