თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული პინგვინი აზერბაიჯანის საზღვართან იპოვეს
აფრიკული პინგვინი, რომელიც წყალდიდობის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაიქცა, წითელ ხიდთან (საქართველო აზებაიჯანის საზღვართან) მდინარეში შეამჩნიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუსჯორჯია“, ზოოპარკის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან მდინარეში მცურავი პინგვინი შეამჩნიეს. აქედან უკვე გავიდა ჯგუფი, რომელიც პინგვინს თბილისში დააბრუნებს“, - განაცხადეს ზოოპარკის პრეს-სამსახურში.
აფრიკული პინგვინები თბილისის ზოოპარკში 2014 წლის ივლისში ჩამოიყვანეს. ზოოპარკი მათთვის სპეციალურად დიდი საცურაო აუზით და ქვიშიანი პლაჟით აღიჭურვა. ამავე ტერიტორიაზე პატარა გამოქვაბულები და ტალახის ბუდეებიც აშენდა, თუმცა 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ, ზოოპარკის სხვა ზონებთან ერთად, პინგვინების აუზიც გაანადგურა.
ზოოპარკში ცხოველების უმრავლესობა დაღუპულია.
იგეგმება, რომ ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდეს.