10 ყველაზე უჩვეულო სარეაბილიტაციო პროგრამა პატიმრებს შორის - გასაოცარია!

10 ყველაზე უჩვეულო სარეაბილიტაციო პროგრამა პატიმრებს შორის - გასაოცარია!
10. ლაგერი ჰომუსექსუალებისთვის, კუბა



60_იან წლებში კუბის რევოლუციის დროს მთავრობა ყოველდღიურად იჭრებოდა ადამიანების საკუთრებებში და ამის მიზეზად პირადი დოკუმენტების შემოწმებას ასახელებდნენ, თუმცა სინამდვილეში ისინი ეძებდნენ კათოლიკეებსა და იაღოვლებს. ასევე მათი ძებნის ობიექტებს წარმოადგენდნენ ჰომუსექსუალები. მათ დააკავეს ათასობით გეი და გადაიყვანეს სპეციალურ ლაგრეში ყოველგვარი ახსნა განმარტებისა და პატიმრობის ვადის დადგენის გარეშე. მათ საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებინებდნენ პლანტაციებში, აწამებდნენ სასტიკად, თუმცა მათი უმრავლესობის დაღუპვის მიზეზი სხვადასხვა გავრცელებული დაავადება იყო. ამ ციხის ლოზუგნს წარმოადგენდა: "ციხე გადაგაქცევს მამაკაცად!"

9. რეპი და ბით-ბოქსი, კარანდირუს ციხე



2002 წლამდე, სანამ კარანდირუს ციხეს გაანადგირებდნენ, ეს დაწესებულება ითვლებოდა ყველაზე გადატვირთულ ციხედ მთელს ლათინო ამერიკაში. პატიმრები ვალდებულები იყვნენ, რომ გადაეხადათ ყოველთვიური ქირა კამერისთვის და საკმაოდ დიდი თანხა კონკრეტული პრივილეგიებისთვის. მიუხედავად ყოველვე ამისა, ამ ციხეში რეაბილიტაციის უნიკალური პროგრამა არსებობდა. საქმე იმაში იყო, რომ ციხეში არსებობდა რამდენიმე დაჯგუფება, რომლებიც ასრულებდნენ რეპსა და ბით-ბოქსს. მეტიც, ამ ციხეში ორმა ჯგუფმა ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს, რომელის წყალობითაც, მათ სატელევიზიო შოუებში მიიღეს მონაწილეობა. რეპისა და ბით-ბოქსის საშუალებით ხელმძღვანელები ცდილობდნენ პატიმრებში აგრესიის, ბრაზისა და დეპრესიის ჩახშობას.

8. ბავშვები ციხეში, ბედფორდ ჰილსი



1990_იან წლებში მეხიკოში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც იბადებოდნენ ციხეში, აუცილებლად უნდა დარჩენილიყვნენ საკუთარ მშობელთან ერთად. ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ძალზედ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდა ამ კანონის მიმართ, რადგან მათი თქმით, ეს ფაქტი ძალზედ უარყოფით გავლენას მოახდენდა ბავშვების მომავალზე, თუმცა ამის კონტრარგუმენტს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ბავშვის აღზრდა დედის მიერ ძალზედ მნიშვნელოვანია. ციხეებში სპეციალური ბაღებიც კი შეიქმნა, სადაც პატიმარ დედებს საკუთარი შვილები დაჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაუქმდა, რამდენიმე ასეთი ბაღი ზოგ ციხეში დღესაც ფუნქციონირებს. სტატისტიკის მიხედვით დედების 23 პროცენტი, რომელთაც უწევდათ ციხეში შვილების აღზრდა, უკან აღარ დაბრუნებულან...

7. შრომა გისოსებს მიღმა



აშშ_ს ციხეებში პატიმრებს ჩვეულებრივად მუშაობა უწევთ. ისინი დაკავებულნი არიან ავეჯის დამზადებით, გზების თოვლისგან გაწმენდით და ა.შ. მაგალითად ბოსტონში პატიმრებს მეორენაირად იაფ მუშახელად მოიხსენიებენ. კალიფორნიაში არსებობს სპეციალური სარეაბილიტაციო ლაგერი, სადაც მყოფ ადამიანებს უწევთ ისეთი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, როგორებიცაა: მშენებლობა, კალიფორნიის ტყეებში ხანძრის ჩაქრობა და ა.შ. მსგავსი სახის პროგრამა არსებობს ავსტრალიაშიც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრებში. მათ მიერ გამომიშავებული თანხა ანაზღაურებს მათივე ცხოვრების ქირას, ხოლო ამ თანხის 5% ავტომატურად ირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც შექმნილია იმ ადამიანების დასახბარებლად, რომლებიც წარსულში დანაშაულის მსხვერპლად იქცნენ.

6. ''ველოსიპედის ელექტროსადგური'', სანტა-რიტა-დუ- საპუკაი



ბრაზილიაში პატიმრები ასევე ვალდებულები არიან იშრომონ ფიზიკურად. სან-პაულოსთან ახლოს მდებარე ციხე "სანტა-რიტა-დუ-საპუკაი''_ში პატიმრები ეხმარებიან მთავრობას, რომ მათ საკუთარი ქვეყანა აქციონ ეკოლოგიურ მხარედ. პატიმრობის ვადის შემცირების მიზნით ამ ადამიანებს ძალზედ უჩვეულო სამუშაოს გაწევა უწევთ. ციხის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სპეციალური ველოსიპედები, რომლებიც მიერთებულია პორტატულ კვების ბლოკებზე. როდესაც პატიმარი ატრიალებს პედალს ველოსიპედზე, ამ დროს გამომუშავდება ელექტროენერგია, რომელიც ხმარდება ქალაქის განათებას. 24 საათიანი სამუშაოს გაწევის შედეგად დამნაშავეს აკლდება 1 დღე დარჩენილი პატიმრობის ვადაზე.

5. სამაგისტრო პროგრამა სიმღერის განხრით



სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ხელოვნება, დაარსდა 1998 წელს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პატიმრებს შორის შემოქმედებითი ნიჭის გაღვივება. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ შემდგარა პატიმრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მომავალში უამრავ სატელევიზიო გადაცემაში და თეატრში სათამაშოდ მიუწვევიათ. გარდა ამისა, პატიმრები დგამდნენ თეატრალურ სცენებს თავიანთი მეგობრებისთვისა და ციხეში მომუშავე პერსონალისთვის. ასევე აქ მოდიოდნენ სპეციალური სტუმრები. ამ სარეაბილიტაციო პროგრამის ჩატარებიდან უკვე 1 წელიწადში დაფიქსირდა საკმაოდ დადებითი მაჩვენებელი აღზრდის დინამიკაზე.

4. კამერა, სადაც მატიმრებს დღის მანძილზე 23 საათი მარტო უწევთ ყოფნა



ერთ-ერთ უძველეს ციხეში, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს პენსილვანიას შტატში, მუშაობს სარეაბილიტაციო სისტემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პატიმრებმა გაათვითცნობიერონ და გაანალიზონ საკუთარი დანაშაული. იმისათვის, რომ პატიმარი დაფიქრდეს საკუთარ ქმედებებზე, ქცევებზე, წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, მას მარტო კეტავენ საკანში, საიდანაც დილით მოჩანს ცა, ხოლო ღამით ამ საკანში იჭრება სხივი, რომელიც უფალთან დიალოგის სიმბოლოა. პატიმარს ამ ციხეში და ამ კამერაში დღეში 23 საათის გატარება უწევს, ხოლო 1 საათს ციხის ეზოში სეირნობაში ატარებს. სინამდვილეში ეს პროგრამა არაეფექტური გამოდგა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანი, რომელმაც მოიხადა მსგავსი სასჯელი, განთავისუფლების შემდეგ დიდი ალბათობით ისევ ციხეში ბრუნდება.

3. გამოიმუშავე პრივილეგია უორმბუდ-სკრაბსის ციხეში



იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში მდებარე ციხეში პატიმრებმა პატივი სცენ აქ არსებულ კანონებს და დაიცვან წესრიგი, მათ აძლევენ ისეთი პრივილეგიების გამომუშავების უფლებას, როგორებიცაა: სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ტელევიზორი. ბრიტანული სარეაბილიტაციო სისტემა ითვლება პატიმრებისადმი ყველაზე ჰუმანურ მიდგომად მსოფლიოში.

2. ''მის ციხე''



ფლორენციაში მდებარე გამოსასწორებელი კოლონია ცნობილია იმით, რომ აქ არსებობს სპეციალური სარეაბილიტაციო სისტემა ქალბატონ პატიმრებს შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან ქორეოგრაფიითა და ცეკვებით. ბრაზილიაში ყოველწლიურად ატარებენ სილამაზის კონკურსს ნასამართლევ ქალბატონებს შორის. თითოეული პატიმარი იქცევვა ულამაზეს ქალბატონად, ულამაზესი მაკიაჟითა და ვარცხნილობით. შეიძლება ყოველივე ეს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალბატონები მთელი წლის მანძილზე მოუთმენლად ელიან ამ მოვლენას და მუდმიც სამზადისში იმყოფებიან, რაც დადებითად აისახება მათზე.

1. კომპიუტერის სწავლება სან-კვენტინის ციხეში


"The Last Mile''_ის სპეციალური პროგრამის მიხედვით პატიმრები სწავლობენ ინტერნეტში მუშაობას და საკუთარი ბიზნესის ორგანიზებას, რაც დადებითად აისახება მათ მომავალზე. პროგრამის მონაწილეები საკუთარ იდეებს ტექნოლოგიის სფეროში უზიარებენ ტელევიზიებსა და პრესას. "The Last Mile"_ის სარეაბილიტაციო პროგრამამ გამოიღო არაჩვეულებრივი შედეგები, რადგან უკვე განთავისუფლებულმა პატიმარმა იცის, თუ რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში იმისათვის, რომ გამოიმუშავოს ფული კანონიერი გზით და აღარ დაბრუნდეს ციხეში. გასაოცარია, არა?
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე