10 ყველაზე უცნაური სახის სამუშაო წარსულიდან, რომელსაც არცერთი თანამედროვე ადამიანი არ დათანხმდება!

10 ყველაზე უცნაური სახის სამუშაო წარსულიდან, რომელსაც არცერთი თანამედროვე ადამიანი არ დათანხმდება!
1. ვერცხლის მომპოვებელი

ძველ რომში ვერცხლს მოიპოვებდნენ სპეციალური ვერცხლის მაღაროებიდან, რომელშიც ადამიანებს ძირითადად ხელით უწევდათ მუშაობა, რადგან იმ დროისათვის არ არსებობდა შესაბამისი ტექნიკა, რომელიც სამუშაოს გაამარტივებდა. ვერცხლის მაღაროში სამუშაოდ ძირითადად ბავშვებს იყენებდნენ, თუმცა ეს ფაქტი იმდენად უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე, რომ ამ ბავშვების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი მაღაროში მუშაობის დაწყებიდან 3 თვეს არ აღემატებოდა, თუმცა ეს ფაქტი საერთოდ არ აწუხებდათ რომაელებს, რადგან შავი სამუშაოსთვის ისინი მხოლოდ მონებს იყენებდნენ. მაღაროში შექმნილი სამუშაო პირობები ტანჯვასთან იყო დაკავშირებული. ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში ბავშვებს სუნთქვაც კი უჭირდათ, თუმცა მათთვის დამღუპველი მაინც ვერცხლის ორთქლი იყო, რომლის შედეგადაც ჰაერში ხვდება უამრავი ტოქსიკური ნივთიერება, რომელთა შესუნთქვას ადამიანი მტანჯველ სიკვდილამდე მიჰყავს.

2. სტერკორარიუსი

რომი პირველი ქალაქია, სადაც არსებობდა საკანალიზაციო სისტემა, თუმცა მიუხედავად ამისა ბევრ ადამიანს არ ჰქონდა ამის ფუფუნება. შეძლებული ოჯახის წევრებს, რომელთაც საკუთარი სახლის ქვეშ გაიყვანეს კანალიზაცია, არ სურდათ, რომ მათ საცხოვრებელში უსიამოვნო სუნი დატრიალებულიყო, რის გამოც შეიქმნა სპეციალური პროფესია - სტერკორარიუსი. ეს ადამიანები დადიოდნენ კარდაკარ და წმენდნენ კანალიზაციებს. კანალიზაციის ნარჩენები ამ ადამიანებს გაჰქონდათ ურიკებით და ყიდდნენ ფერმერებზე.

3. ურინატორები

ურინატორებად მოიხსენიებდნენ მყვინთავებს, რომლებიც ჩადიოდნენ წყალში 30 მეტრის სიღრმეზე, რისთვისაც გამოიყენებდნენ სპეციალურ საფარს, რომელიც სავსე იყო ჰაერით და გამოწყობილები იყვნენ სპეციალურ კომბინიზონებში, სკაფანდრებში, რომელსაც მობმული ჰქონდა სიმძიმეები, რათა მათ ადვილად ჩაეყვინთათ. რა თქმა უნდა მსგავსი სამუშაო დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ურინატორობა საკმაოდ მაღალანაზღაურებადიანი სამუშაო იყო, რის გამოც საკმაოდ ბევრი ადამიანი რისკზე მიდიოდა.

4. ადამიანების გადამყვანები

გადამზიდი ადამიანები იყვნენ მონები, რომელთა მისიას გავლენიანი ადამიანების ტრანსპორტირება წარმოადგენდა. ეს ძალზედ რთული და მტანჯველი სამუშაო ხშირ შემთხვაში დიდ საფრთხესთანაც იყო დაკავშირებული (წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ეტლის ატანა კიბეებზე, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ზის ერთდროულად). მზიდავები როგორც წესი გამოწყობილები იყვნენ ლამაზად და მათ ასევე ძალიან კარგად კვებავდნენ ძალების აღდგენის მიზნით.

5. პროფესიონალი ათლეტების დამხმარეები

გამომდინარე იქიდან, რომ ძველ საბერძნეთში ძალიან პოპულარული იყო მძლეოსნობა, იმ პროფესიის ადამიანები, რომელთა მისიას წარმოადგენდა ათლეტების მოვლა, მათთვის სპეციალური ზეთის წასმა, მთლიანი დარბაზის დასუფთავება და ა.შ, საკმაოდ პატივსაცემ ფიგურებად ითვლებოდნენ საზოგადოებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ადამიანები იყვნენ ნახევრად ტრენერები და ნახევრად ორგანიზატორები. ამ პროფესიაზე იყვანდნენ ადამიანებს, რომელთა ასაკი მერყეობდა 30 დან 60 წლამდე.

6. წყევლის გრაგნილების შემქმნელი

წყევლის გრაგნილები წარმოადგენდა თხელ ფურცლებს, რომელზეც დაწერილი იყო შესაბამისი წყევლა მტრის წინააღმდეგ. უკვე ამის შედეგ ამ გრაგნილებს ლურსმნების მეშვეობით ამაგრებდნენ ტაძრების და წმინდა ადგილების კედლებზე. ამ ადამიანებს სწამდათ, რომ ღმერთები ხედავდნენ მათ ამ ქმედებას, კითხულობდნენ ნაწერს და ასრულებდნენ მათ თხოვნებს. შესაბამისი პროფესიის ადამიანები მთელი დღე უსმენდნენ ხალხის ლანძღვასა და გინებას და ყოველივე ეს გადაჰქონდათ გრაგნილებზე, რომელთაც შემდგომში ამაგრდებდნენ ტაძრების კედლებზე.

7. ორგიის ორგანიზატორები

ორგიების ორგანიზატორს ჰქონდა ძალზედ უჩვეულო, თუმცა საინტერესო სამუშაო. მათ მისიას წარმოადგენდა დღესასწაულების დაგეგმვა და ორგანიზება მდიდარი ადამიანებისთვის. ორგიების ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი წვეულება მოიცავდა საჭმელს, ქალებსა და მუსიკას. ამ პროფესიის ადამიანებს პატივს საერთოდ არ სცემდნენ, თუმცა მათი მომსახურეობა ძალზედ მოთხოვნადი და პოპულარული იყო.

8. დამკრძალავი კლოუნი

დამკრძალავი კლოუნის ვალდებულებებში შედიოდა გარდაცვლილი ადამიანის ტანისამოსში გამოწყობა, მისი სახის ანალოგიური ნიღბის გაკეთება და დაკრძალვაზე ცეკვა. რომაელები თვლიდნენ, რომ ყოველივე ეს ამშვიდებდა გარდაცვლილის სულს და მოჰქონდა სიხარული და ბედნიერება მისი ნათესავებისთვის. დაკრძალვაზე ეს ადამიანები მიცვალებულის გვერდით ცეკვავდნენ და ლაზღანდარაობდნენ. მათი პროფესია საკმაოდ მაღალანაზღაურებადიანი გახლდათ. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ადამიანებს ევალებოდათ მთელი დაკრძალვის ორგანიზება.

9. მეშურდულეები

მეშურდულეები წარმოადგენდნენ რომაული ჯარის განუყრელ ნაწილს, რადგან შორ დისტანციაზე მათ მარტივად შეეძლოთ მტრის დამარცხება. ამ პროფესიის ადამიანებს პატარაობიდანვე შესაბამისად ზრდიდნენ და ვარჯიშების დროს მათ სამიზნეს ცხოველები წარმოადგენდნენ. ის ახალგაზრდა, რომელიც ააცელდა, რჩებოდა საჭმლის გარეშე, რის გამოც ბავშვები საკმაოდ სწრაფად ითვისებდნენ პროფესიას. მეშურდულეებს ნახევარ კილოიანი ქვის 200 მეტრამდე გასროლა შეეძლოთ.

10. წყლის ორგანისტი

წყლის ორგანები მუშაობდა ისევე, როგორც ჰაერის, თუმცა ამ შემთხვევაში ჰაერის ნაცვლად გამოიყენებოდა წყალი, რომელიც მოიპოვებოდა ბუნებრივი წყაროებიდან (მაგალითად, ჩანჩქერი), ან ხელის ნასოსიდან. ეს მუსიკალური ინსტრუმენტი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ რომში. საკმაოდ ხშირად ტარდებოდა შეჯიბრი ორგანისტებს შორის და ამ ადამიანებს გამოიყენებდნენ გლადიატორთა შერკინებებისას. ორგანისტებს უთმობდნენ საუკეთესო ადგილებს ტრიბუნებზე და მთელ ბრძოლას მათ მიერ შესრულებული მუსიკა ამშვენებდა.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე