12 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ტაქსის მძღოლი დააკავეს
12 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, გორში ტაქსის მძღოლი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოზარდი ტაქსში ჩაისვა და შემთხვევაც, სავარაუდოდ, გზაში, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
კომპანიაში, რომელშიც ბრალდებული მუშაობდა, ამბობენ, რომ მათი თანამშრომელი მართლაც დააკავეს, თუმცა მიზეზი მათთვის უცნობია. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.