როგორ მოვიქცეთ მტაცებლის დანახვის შემთხვევაში - რეკომენდაციები მოსახლეობას
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყვნენ, თუმცა, დღეს გმირთა მოედანზე, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი დაგლიჯა.
„სტრესის გამო ცხოველები აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ 2-3 დღის მანძილზე დამალულიყვნენ“, - აღნიშნულის შესახებ, "აიპრესთან" საუბრისას საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქე ქუჩაში მტაცებელს დაინახავს მაქსიმალურად მშვიდად უნდა იმოქმედოს. წიქორიძის განცხადებით, მოქალაქემ ცხოველის დანახვის დროს სწრაფი რეაგირება არ უნდა მოახდინოს და მას თვალებში არ უნდა შეხედოს, რადგან აღნიშნულს ანალოგიური რეაგირება ექნება ცხოველის მხრიდანაც.
„ნებისმიერ ცხოველთან და მტაცებელთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირება მოქალაქემ არ უნდა გააკეთოს. ამით მტაცებელი ღიზიანდება. დღეს მტაცებელ ცხოველებს გარკვეული სტრესი აქვთ, ამ სტრესის გამო შესაძლებელი იყო, რომ 2-3 დღის განმავლობაში დამალულიყვნენ. დღეს მათ სტრესი უკვე მოხსნილი აქვთ და შიმშილის გრძნობა აქვთ. ნებისმიერი ადამიანი თუკი მტაცებელს დაინახავს სწრაფი რეაგირება არ უნდა გააკეთოს, სწრაფი რეაქციის დროს ცხოველიც ადეკვატურად პასუხობს. ძალიან ნელი ნაბიჯით, უკან სვლით უნდა მოერიდოს მოქალაქე მტაცებელს, არაა რეკომენდირებული თვალებში ყურებაც. მესმის, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან ძნელია, თუმცა სირბილის და პანიკის შემთხვევაში მხეცი მეტად ღიზიანდება.
ცხოველის ზოოპარკში დაბრუნების შესაძლებლობა 50 პროცენტზე მეტია, თუმცა წყალდიდობამ მთელი კვალი წაშალა და სუნიც გააქრო. დღეს იქ სულ სხვა გარემოა“, - აცხადებს თეიმურაზ წიქორიძე.