მობილიზაცია: ლაგუნა ვერეზე სპეცრაზმი მივიდა

მობილიზაცია: ლაგუნა ვერეზე სპეცრაზმი მივიდა
"ლაგუნა ვერეზე" სპეცრაზმი მივიდა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანი ლომმა დაგლიჯა თუ ვეფხვმა. არსებული ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველი ერთ-ერთ საწყობში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ლომმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაიჭირა ლომმა მამაკაცი. რამდენიმე ადამიანმა გამოქცევა მოახერხა. ხალხი პანიკაშია. ადგილზე უკვე მივიდა საპატრულო პოლიცია. მოსახლეობა იარაღიანი ადამიანის მისვლას ითხოვდა, რომ ლომი მოეკლათ.
სტატიის წყარო:https://pirveliradio.ge/