ქართველის მიერ შექმნილმა "ჭკვიანმა სამაჯურმა" $1.1 მილიონის ინვესტიცია მოიპოვა
ქართველის მიერ შექმნილმა ,,ჭკვიანმა სამაჯურმა“ Indiegogo-ზე 1.1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა
GoBe ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაბერიძის მიერ დაფუძნებული კომპანია HealBe-ის მიერ შექმნილი „ჭკვიანი სამაჯურია“, რომელიც კალორიების, წყლის ბალანსისა და ენერგიის დახარჯვის კონტროლში დაგემხარებათ. პროდუქტმა BBC-ის ექსპერიმენტი იანვარში წარმატებით გაიარა.
ტექნოლოგიურად სამაჯური რევოლუციური არ არის. სენსორი, რომელიც მასშია გამოყენებული სხვა ფიტნეს მოწყობილობებშიც გვხვდება - მოწყობილობას უნარი აქვს დენის მეშვეობით სხეულის წინააღმდეგობის ეფექტი გაზომოს, რათა, მაგალითად, გულისცემის სიხშირე შეაფასოს. მაგრამ, რაც GoBe-ს სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან ნამდვილად გამოარჩევს, კალორიების დათვლის სისტეემაა.
,,საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ხვდება პროტეინები, ნახშირწყლები და ცილები. ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება და ხვდება უჯრედებში. შემდეგ უჯრედებიდან წყალი გამოიდევნება, რაც წყლის ბალანსის ცვლილებას იწვევს. ბიოლოგიური წინაღობის საზომი სენსორებით ვზომავთ წყლის ნაკადს, რის შედეგადაც შეგვიძლია გამოვთვალოთ გლუკოზის შემცველობა და ნახშირწყლები“, - განმარტავს მიქაბერიძე. მისივე თქმით, მაშ შემდეგ რაც მეორე და მესამე ელემენეტების - ცხიმის და პროტეინების შემცველობა დაითვლება, შესაძლებელია კალორიების კალკულაცია.
ამ მეთოდს სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით უჯრედშიდა გლუკოზის კონცენტრაციის ზუსტი გაზომვა საეჭვოა.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ დროისთვის „ჭკვიანი სამაჯურის“ 12,000 ეგზემპლარია გამოშვებული, რომლის ნახევარი მის დამფინასებელ პლატფორმას Indiegogo-ს გადაეცა, ნახევარი კი გაყიდვაში გამოვიდა.