რა უნდა მიირთვათ თვალების ჯანმრთელობისათვის
საკვებ რაციონზე რომ დიდად არის დამოკიდებული ჩვენი თვალების ჯანმრთელობა და მხედველობის სიმახვილე – ყველას კარგად მოეხსენება. სხვა საკითხია, ვინ როგორ იცავს კვების რეჟიმსა და საკვები რაციონის სრულფასოვნებას.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიირთვათ მხედველობის ფუნქციის სიჯანსაღისთვის:
კომბოსტო - შეიცავს ლუთეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც გროვდება თვალის ბადურაში და უზრუნველყოფს ჯანსაღ მხედველობას. მათი მთავარი ფუნქცია სინათლის დამღუპველი მოქმედებისაგან თვალის დაცვაა, უფრო კონკრეტულად, მოკლეტალღოვანი ლურჯი შუქისაგან. გარდა ამისა, დასახელებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის განვითარებას. კომბოსტო მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც პასუხისმგებელია სიბნელისადმი თვალის ადაპტაციაზე, იცავს თვალის ქსოვილებს მავნე რადიკალების მოქმედებისგან.
ინდაურის ხორცი - თუთიისა და ნიაცინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს ორგანიზმს A ვიტამინის ათვისებაში, ანეიტრალებს მავნე რადიკალებს, უზრუნველყოფს თვალის ნორმალურ ფუნქციობას ახალ უჯრედთა ინტენსიურად წარმოქმნა-განახლების ხარჯზე.
ორაგული - სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თევზის ეს სახეობა გაჯერებულია ომეგა-3 ტიპის ცხიმოვანი მჟავებით. სწორედ ეს ნივთიერებები ეხმარება ადამიანს თვალის გამოშრობის სინდრომის დაძლევაში (ეს პრობლემა კარგად ნაცნობია კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავეებისთვის), ამცირებს გლაუკომის აღმოცენების რისკს, ყვითელი ხალის დეგენერაციას მინიმუმ 30 %-ით. ამისათვის საკმარისია კვირაში ორჯერ 100 გრამი თევზი მიირთვათ.
ნუში - E ვიტამინის წყაროა. მისი რეგულარულად გამოყენება აფერხებს თვალის დაავადებათა აღმოცენებას და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ბატატი – მასში სტაფილოზე მეტი A ვიტამინია. იმისათვის, რომ A ვიტამინის სამმაგი დღეღამური დოზა მიიღოთ, საკმარისა დღეში ერთი საშუალო ზომის ბატატი მიირთვათ.
ისპანახი - მდიდარია ლუთეინით, რომელიც ბევრ სიკეთესთან ერთად ხელს უშლის მხედველობის დაკარგვას.
ბროკოლი - გაჯერებულია მხედველობის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის C ვიტამინითა და ლუთეინით.
სტაფილო - ბატატის შემდეგ A ვიტამინის შესავსებად უმნიშვნელოვანესი ბოსტნეულია.
ციტრუსები - C ვიტამინის უხვად შემცველობის წყალობით ავლენს დიდ ანტიოქსიდანტურ ეფექტს, რაც ასე მნიშვნელოვანია მხედველობის ფუნქციის შესანარჩუნებლად.
კვერცხის გული - ლუთეინისა და ზეაქსანტინის წყაროა. ამიტომაც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ადამიანის საკვებ რაციონში.
შავი მოცხარი (აგრეთვე ყურძენი) - მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და შეუცვლელი ამინმჟავებით, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ თვალების ჯანმრთელობისა და მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისათვის.