ეს ბალახი თავიდან გვარიდებს თვალის დაავადებების, მათ შორის კატარაქტის განვითარებას.
ჩვენი ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო, მაღალი საკვები ღირებულების მქონე მწვანილი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ - ოხრახუში. ის გამდიდრებულია ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა: ვიტამინ A, K, C, E, B6 და B12, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, კალიუმი და თუთია.
ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც მრავლადაა ოხრახუშში, გვიძლიერებს იმუნურ სისტემას. A ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე ოხრახუში იცავს ჩვენს თვალებს დაზიანებისგან და განაპირობებს მის დატენიანებას. სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად კომბინაციაში A ვიტამინი ამცირებს მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს ასაკის მატებასთან ერთად. ბეტა-კაროტინით მდიდარი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ისპანახი და სტაფილო, გაცილებით სასარგებლოა ოხრახუშთან კომბინაციაში.
ოხრახუშში შემავალი სხვა კაროტინოიდები, ლოტეინი და ზაექსანტინი, იცავს ჩვენს თვალებს დაზიანებისგან, რომელიც ისეთი ეკოლოგიური წყაროებითაა განპირობებული, როგორიც ულტრაიისფერი გამოსხივებაა. ეს ორი კაროტინოიდი, როგორც ცნობილია, ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. გარდა ამისა, ლოტეინი აფერხებს ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ნელ-ნელა, საფეხურებრივად ანადგურებს თვალის ბადურას.
ოხრახუშისთვის დამახასიათებელია შარდმდენი ეფექტი, რის ხარჯზეც ეს პროდუქტი თავიდან გვარიდებს უამრავ ისეთ დაავადებას, როგორიცაა: კენჭების წარმოქმნა თირკმელებში, საშარდე გზების ინფექციები და ა.შ.
ეთერზეთები, რომლებსაც შეიცავს ოხრახუში, განსაკუთრებით კი მირისტიცინი, ინჰიბირებს სიმსივნური უჯრედების ზრდა-განვითარებას. ეს მწვანილი ასევე გვეხმარება გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, გვიძლიერებს ძვლებს და სწორი გამოყენების შემთხვევაში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
სამკურნალო სასმელები თვალების ჯანმრთელობისთვის:
ქვემოთ მოცემული თითოეული რეცეპტის მომზადების წესი შემდეგია: მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში, დაასხით 200-25 მლ წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
1. კონიუნქტივიტი - ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ვირუსით ან ბაქტერიით. კონიუქტივიტისთვის დამახასიათებელია თვალების ტკივილი, გაღიზიანება და სიწითლე.
წვენი: ოხრახუში+მარწყვი+ვაშლი+ისპანახი+ნიახური+ვარდკაჭაჭა
2. რეტინოპათია: შაქრიანი დიაბეტი იწვევს გართულებებს, რომელსაც მივყავართ თვალის ბადურის პროგრესირებად დაზიანებამდე.
წვენი: ოხრახუში+ტოპინამბური+სატაცური, ჯანჯაფილი+ჭარხალი+ნიახური+ჟოლო+სტაფილო+გოგრა+ნიორი+კომბოსტო.
3. გლაუკომა: თვალის მხედველობის ნერვის დაზიანება.
წვენი: ოხრახუში+კიტრი+სტაფილო+ნიახური+ჟოლო+თალგამი+კომბოსტო+ვაშლი+ჭარხალი+ქლიავი+ბოლოკი.
4. მაკულარული დეგენერაცია
წვენი: ოხრახუში+ჟოლო+ვაშლი+ბროკოლი+ტკბილი წიწაკა.
5. ბადურის დეგენერაცია
წვენი: ოხრახუში+სტაფილო+ვაშლი+ისპანახი+ჯანჯაფილი+ჭარხალი+კომბოსტო+ყურძენი+ნიახური+ლიმონი+ჟოლო