მხედველობისთვის სასარგებლო პროდუქტების ათეული
თვალის საშუალებით ორგანიზმი სამყაროზე ინფორმაციის 90%-ს იღებს და გარემოს პირობებთან ადაპტაციას ახდენს. კვების "სწორი" პროდუქტების შერჩევით შეიძლება თვალების დაცვა ნაადრევად დაბერებისგან, მისთვის სიჯანსაღისა და სილამაზის დაბრუნება.
თვალისთვის აუცილებელი ვიტამინებია:
A ვიტამინი - აბრკოლებს თვალის ბადურაში დეგენერაციულ ცვლილებებს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს;
C ვიტამინი - აუმჯობესებს თვალის ქსოვილის ტონუსსა და მიკროცირკულაციას;
E ვიტამინი - ხელს უშლის ახლომხედველობის განვითარებასა და ბროლის შემღვრევას;
B ჯგუფის ვიტამინები - ამჯობესებს მხედველობის ნერვის მდგომარეობას, მონაწილეობს ვიტამინების ათვისებაში;
D ვიტამინი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - აბრკოლებს ბადურას დეგენერაციას.
თვალებისთვის სასარგებლო პროდუქტების ტოპ - 10

- სტაფილო - აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს დიდი რაოდენობით კაროტინის შემცველობის გამო;
- მოცვი - შეიცავს A ვიტამინს და თვალისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.
- ისპანახი - ლუთეინის შემცველობის ხარჯზე ხელს უშლის კატარაქტის და თვალის სხვა დაავადებების განვითარებას;
- სიმინდი, ბროკოლი - შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომელიც სასარგებლოა კატარაქტის დროს.
- გარგარი - მდიდარია კალიუმითა და A ვიტამინით;
- ასკილი, ციტრუსები- ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება ახასიათებს მხედველობის ორგანოებზე, შეიცავს ბევრ C ვიტამინს.
- ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა - მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით;
- ქაშაყი შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინსა და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს;
- ხახვი, ნიორი - შეიცავს გოგირდს, დადებითად მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;
- ჭარხალი - შეიცავს C ვიტამინსა და კალიუმს, გააჩნია გამწმენდი მოქმედება.