ვარსკვლავების უკანონო შვილები - ვინ მალავდა ბავშვებს?

ვარსკვლავების უკანონო შვილები - ვინ მალავდა ბავშვებს?
ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი გაუჩნდა. 42 წლის ვარსკვლავს ქალიშვილი გაუჩინა ყოფილმა მიჯნურმა, კატრინ ჰარდინგმა, რომელსაც მსახიობი ორსულობის დროსვე დაშორდა. ჯუდი ერთადერთი არაა, ვისაც უკანონო შვილი ჰყავს. გადავავლოთ თვალი სხვა ვარსკვლავების უკანონო კავშირებს.

ჯუდი ბავშვზე ზრუნვას გეგმავს და არ აპირებს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. მსახიობს, რომელიც ამჟამად ცოლს გაშორებულია, სამი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ალბათ გახსოვთ, ოჯახი ღალატის გამო დაენგრა – ცოლს ბავშვების ძიძასთან უღალატა. ცოლთან გაშორების მერე კი რომანი გააბა მოდელთან, რომელმაც ხუთი წლის წინ ასევე ქალიშვილი გაუჩინა.

არნოლდ შვარცენეგერის ამბავი ცოტა ხნის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო და ამის გამო ოჯახიც დაენგრა. თურმე წლების წინ მას თავის მოახლესთან ჰქონდა კავშირი, რომელმაც ვაჟი გაუჩინა. მარია შრაივერისთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა - წყვილი წლების განმავლობაში საკმაოდ მოსიყვარულედ და ერთგულად მიიჩნეოდა.

ჰიუ გრანტი კინოში ნამდვილი ჯენტლმენია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში დიდად ვერ დაიკვეხნის. ლიზ ჰარლისთან გაგანია რომანის დროს მეძავთან გამოიჭირეს, 2011 წელს კი ჩინელმა ქალმა ორი უკანონო შვილი გაუჩინა. 2012 წელს კიდევ ერთი ქალი გახდა მისი შვილის დედა.
ჯუდ ლოუ

ლივ ტაილერი ახლა სიამოვნებით პოზირებს მამამისთან, თუმცა ცხრა წლამდე აზრზეც არ იყო, რომ მისი შვილი გახლდათ. მანამდე მამად მუსიკოსი ტოდ სტივენი მიაჩნდა. დროთა განმავლობაში დედამისმა, მოდელმა ბიბი ბიუელმა გაუმხილა, ვინ იყო მამამისი. მამის ვინაობას კი იმიტომ არ უმხელდა, რომ არ სურდა, სტივენ ტაილერს მასზე ცუდი გავლენა მოეხდინა.

რეი ჩარლზი ერთ-ერთი რეკორდსმენი იყო ბავშვების რაოდენობით - მას ცხრა ქალმა 12 შვილი გაუჩინა. ოფიციალურად მხოლოდ სამი ვაჟი დაიბადა, დანარჩენები - უკანონოდ.

მსახიობი ოუენ უილსონი გამუდმებით კარგი ბიჭების ამპლუას ირგებს, სინამდვილეში კი არც ისე სამაგალითო მეოჯახეა. 2011 წელს მეგობარმა ქალმა გაუჩინა ვაჟი, 2014 წელს - ასევე ბიჭი პერსონალურმა მწვრთნელმა, რომელიც, სხვათა შორის, იმ დროს სხვა კაცზე იყო გათხოვილი.
სტატიის წყარო:reitingi.ge