„ქალი, რომელმაც ქმარი წამართვა, „ოცნების“ მხარდამჭერია“
მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძეს ოჯახი ორი წლის წინ დაენგრა. 43-წლისნი თანაცხოვრების შემდეგ მისმა მეუღლემ სხვა ოჯახი შექმნა.
„მე და ზურაბ ლალიაშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ოჯახი გვქონდა… ხმაურიანად კარგი!
ორი მუსიკოსი, ასეთი ოჯახი, სტუმრებისთვის სახლის ღია კარით. და ამდენი წელი ერთად! 43 წლის თავზე კი მოხდა ეს ისტორია.
ჩვენ პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით. ჯერ იყო სიმპათია, მერე სიყვარულის ისტორია. ყველაფერი ხდება… ხომ არსებობს მუდმივად ჩასაფრებული ქალების კატეგორია, სხვისი რომ წაიღონ.
ღია კარი მქონდა, ჩემთან სტუდიაში ნახევარი საქართველო წერდა სიმღერებს. ის ქალბატონიც ერთ-ერთი ასეთი მომსვლელი იყო. სადღაც მყავდა ნანახი, მღეროდა, თუმცა ცუდად… ინტუიციით რაღაც რომ ხდებოდა, ვიგრძენი და ვიკითხე, მაგრამ სულ უარზე წასვლა იყო.
ვის როდის ვინ შეუყვარდება, არ იცი. შეუყვარდა… არ ვიცი, ეს დამემართა ქალს, რომელიც პირველ რიგში თავისი ოჯახით ამაყობდა. ყველგან ვამბობდი, რომ ჩემნაირი ოჯახი მეორე არ იყო... მისმა პარტიამ გაიმარჯვა, „ოცნების“ მხარდამჭერია... ასაკში ძალიან დიდი განსხვავებაა. ახალგაზრდა გოგოა. ჩემი შვილის ტოლი.
ამ ამბავს შეეწირა ჩემი სახლი სოლოლაკში, რომელიც მართლა ყველასთვის საყვარელი სახლი იყო. ეს იყო მამაჩემის და დედაჩემის სახლი, რომელიც ამ ამბის შემდეგ გავყიდეთ.
მე, დაბადებიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება სოლოლაკში იმ სახლში ვცხოვრობდი. ტაქსში რომ ვჯდები, სოლოლაკის მისამართს ვეუბნები ისევ. მთელი ცხოვრება დატოვე და წამოხვედი, ადვილი არ არის", - აცხადებს ბერიძე.