მურატ ილდირიმი ნინი ბადურაშვილზე უგონოდაა შეყვარებული - ''ეს მას პირადადაც ვუთხარი...''
მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.
- ნინი, როგორც გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.
- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენის მიღმა მურატი არ გინახავს?
- პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც დანარჩენ ჟიურის წევრებთან მონაწილეებთან ერთად ყველა ვიყავით.
- ამბობენ, ნინის გამო აქტიურად სწავლობს ქართულსო.
- (იცინის) გარწმუნებ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
- გაქვს მისი მონაწილეობით სერიალები ნანახი და მოგწონს?
- ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი.
პ.ს. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ჭორს ნინის ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე.