ნანუკა ჟორჟოლიანი თხოვდება: "არ ვიცი თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა"
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოდ-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას მეორე ნახევარია. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ამ ფაქტს ნანუკა არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი თავად არ ყოფილა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება. ასეა თუ ისე დღეს ჟურნალისტის მეორე ნახევარი ყოფილი სოდ-ის უფროსი და დღეს უკვე რამდენიმე საქმეზე ბრალდებული ირაკლი კოდუა გახლავთ. ალბათ არ იცოდით, რომ წყვილის კავშირი ფორმალურია, ისინი ოფიციალურად დაქორწინებულნი ჯერ არ არიან. უკვე დაახლოებით 9 წელია, რაც ურთიერთობა აქვთ, ამ მოულოდნელმა განშორებამ, კი მათ ურთიერთობას მრავალფეროვნება და რომანტიკა შემატა. (შეგახსენებთ, რომ ირაკლი კოდუამ საქართველო "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ დატოვა.)
ნანუკა ქორწილის გადახდასაც გეგმავს. რადგან წყვილს ოფიციალურად ქორწინება არ აკავშირებს, სურთ რამდენიმეწლიანი კავშირი დააკანონ. ქორწილს ზუსტად ურთიერთობის 10 წლის თავს დაამთხვევენ. "ჯერ კიდევ ვფიქრობ გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად. ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება. ჯერ არ ვიცი ჩავიცვამ თუ არა თეთრ კაბას, მაგრამ არ გამოვრიცხავ"-გვიამბობს ნანუკა.
შეგახსენებთ, რეომ ნანუკა ჟორჟოლიანს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. რაც შეეხება პატარა საბას, ის ირაკლისა და ნანუკას სიყვარულის ნაყოფია. იმედია ირაკლი კოდუა საქართველოში დაბრუნებასა და ქორწილის გადახდას უახლოეს მომავალში მოახერხებს. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...