ოჯახური ძალადობა – ეს ყველას ეხება!

ოჯახური ძალადობა – ეს ყველას ეხება!
ბავშვებზე და ქალებზე ოჯახში ძალადობა წარმოადგენს სერიოზულ სოციალურ პრობლემას, რომელსაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ ევროპაში 5 დან 1 ქალზე განხორციელებულა ოჯახური ძალადობა მეუღლისგან ან სექსუალური პარტნიორისგან. საქართველოში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია. ოჯახური ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, მაგრამ ფსიქოლოგიური გაცილებით იშვიათია.

რა ხდება ქართულ ოჯახებში?

ზოგადად ოჯახურ ძალადობას “უხილავ” ძალადობას უწოდებენ, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში მომრავლდა ფაქტები, რომელიც ფატალური შედეგებით მთავრდება. “უხილავი” ეწოდება, რადგან მკაცრად საოჯახო საკითხად ითვლება.


ქალები ნებით თუ უნებლიედ კარგად მალავენ ოჯახური ძალადობის ფაქტებს, რადგან სირცხვილად მიიჩნევენ ფაქტების გამჟღავნებას.

დრო გადის, ასეთი ქალები კი გარემოების ტყვეობაში ექცევიან და კატასტროფულ შედეგებამდე მიდიან, არა მხოლოდ თვითონ, არამედ, მათი შვილებიც. ოჯახური ძალადობა არ შეიცავს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, არამედ პირდაპირ და ირიბ მუქარას, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, სოციალურ იზოლაციას, ეკონომიურ კონტროლს და ზოგადად ყველა ისეთ მოპყრობას, რომელიც ადამიანში შიშს იწვევს. ოჯახური ძალადობა პირდაპირ შეურაცყოფს ადამიანის უფლებებს, როგორიცაა პატივმოყვარეობა, თავისუფლება, უსაფრთხოება და თანასწორობა.

ოჯახური ძალადობის რა ფაზები არსებობს?

ძალადობა ოჯახში მოდის ძალების არათანაბარი განაწილებით. ძალადობის 3 ფაზა არსებობს. პირველ ფაზაში სტადიურად იზრდება დაძაბულობა და დაზარალებულზე ნაკლები ძალადობრივი ზეწოლა ხორციელდება, როგორიცაა მუქარა და შეურაცყოფა. დაზარალებულები ხშირად გრძნობენ, რომ ყველაფერ ამას შეიძლება ფიზიკური ძალადობაც მოჰყვეს. მეორე ფაზა უფრო საშიში და აგრესიულია, რომელიც უკონტროლო ფიზიკური ძალადობით გამოიხატება. მესამე ფაზაში კი მოძალადე თავს იმართლებს და დაზარალებულის მიმართ თანაგრძნობით პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

ძალადობის ციკლი.

დაზარალებული სიყვარულით და მზრუნველობით ზრუნავს მოძალადეზე, რადგან სურს რომ მათი ურთიერთობა “შერბილდეს”, იძირება ფიქრებში, რომ თვითონაა დამნაშავე, მან გამოიწვია და თავადაა მოძალადის აგრესიული ქმედებების საბაბი. როდესაც მესამე ფაზა სრულდება, ავტომატურად ისევ პირველი ფაზა აქტიურდება და ყალიბდება ე.წ. “ძალადობის ციკლი”.

ოჯახური ძალადობის ზეგავლენა დაზარალებულის ჯანმრთელობაზე კატასტროფულად აისახება.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვთ, როგორიც არის დეპრესია და სტრესი, პრობლემები, რომლებიც მათ დანარჩენი ოჯახიდან და სამეგობრო წრიდან იზოლაციას იწვევს. მათ, ასევე ურთულდებათ შეინარჩუნონ სამსახური და იყვნენ ფუნქციონალური ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ძალადობის ფაქტები, შეუმჩნევლად, მაგრამ დიდ ზეგავლენას ახდენს დედობრივ როლზე, რადგან გრძნობების ნაკლებობამ, დაუკმაყოფილებელმა მოთხოვნებმა და სურვილებმა არ შეიძლება ზეგავლენა არ იქონიოს ბავშვებთან ურთიერთობაზე. იზრდება შანსები, რომ თვითონ ბავშვებზე განხორციელდეს ძალადობა. ძალადობრივი აქტების დროს, შესაძლოა ბავშვებიც დაშავდნენ.

ოჯახური ძალადობა – ეს ყველას ეხება!ბავშვები იზრდებიან მუდმივი შიშის, სტრესის და სირცხვილის შეგრძნებით, ნაცვლად იმისა რომ დაცულ და მშვიდ გარემოში იყვნენ. ყველაფერი ეს კი იწვევს ფსიქოლოგიურ ტრამვას.

იწვევს თუ არა ოჯახურ ძალადობას ეკონომიკური სიდუხჭირე?

არიან წყვილები, რომლებსაც ეკონომიურად უჭირთ, მაგრამ ოჯახური ძალადობის ფაქტები ნაკლებად ფიქსირდება, თუმცა ზოგად უკმაყოფილებას იწვევს ფინანსური არასტაბილურობა.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა წყვილს ელემენტარული პირობები არ აქვთ ოჯახის შენახვისთვის, ჩნდება აგრესია. აგრესია გადაიზრდება კონფლიკტში და კონფლიქტი უკვე ძალადობაში.

შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები.

ყველაზე ხშირად, 25-დან 44-წლამდე ქალები არიან. ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი.

გირჩევთ, თუკი თქვენზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა, დაიცავით თქვენი უფლებები და დარეკეთ ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზზე – 2 309 903
სტატიის წყარო:feme.ge