ჩემი ქმრის ძმაკაცები...
მოკლედ, ისევ და ისევ ვსაუბრობ მათზე, – ბიჭებზე! სათაურს მაინცდამაინც სიტყვასიტყვით ნუ მიიღებთ, რადგან თემა არა მხოლოდ ქმრის, არამედ ზოგადად, მეგობარი ბიჭის, საქმროს, შეყვარებულის თუ ბოიფრენდის მეგობრებს შეეხება. შენ ფიქრობ, რომ აქ განსახილველი და სალაპარაკო არაფერია? ცდები! რადგან შენი მეორე ნახევრის მეგობრები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც ძალუძს შენი და მისი ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბოს და გააფუჭოს კიდეც. მართლა! მართლა!
მამაკაცმა შენ გამო შეიძლება დათმოს შეყვარებული, ნათესავები და მშობლებიც კი, მაგრამ გახსოვდეს! ძმაკაცების და მამაკაცური მეგობრობის თემა მათთვის ხელშეუხებელი და წმინდათაწმინდაა. და იცი რატომ? – ჰგონიათ, რომ კაცური მეგობრობის გარდა, გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს. საერთოდ, ჩვენს დაქალობას არ იღებენ სერიოზულად, რადგან თავად მზად არიან, დათმონ მთელი ქონება და ცხოვრება, წავიდნენ ნებისმიერ მსხვერპლზე, თუკი ძმაკაცს გაუჭირდება და დახმარებას სთხოვს. ახლა ხომ ხვდები, რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, თუკი რომელიმე მათგანს თვალში არ მოუხვალ და მწვანეს არ აუნთებს თქვენ ურთიერთობას?! ისე, ეჭვიანობა ბიჭებსაც ძალიან უყვართ და არ არის გამორიცხული, გაიფიქრონ, რომ შენთან გაბმული ურთიერთობით ძმაკაცს სამუდამოდ კარგავენ და შეიძლება მტრადაც კი მიგიღონ, რომელიც მათი საძმოს დაშლა-განადგურებას ცდილობს.
ასე რომ, მოემზადე საბრძოლველად და სათანადოდ შეაფასე მოწინააღმდეგე. გახსოვდეს, რომ რაც მეტი გეცოდინება შენი ბიჭის სამეგობრო წრის შესახებ, გაცილებით მეტ ტაქტიკურ და რაც მთავარია, სწორ ნაბიჯს გადადგამ ჰარმონიული ურთიერთობისკენ. არ ინერვიულო, რადგან სწორი ტაქტიკა და მიდგომა ყველაფრის შენ სასარგებლოდ წარმართვაში დაგეხმარება.
მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ პირველი შთაბეჭდილება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეტაპია თქვენი სამომავლო ურთიერთობისთვის. სხვა შემთხვევაში, პირველ შთაბეჭდილებას არ ერქმეოდა პირველი და უცვლელი. ამიტომაც არ ღირს ყურადღების მოდუნება და მხოლოდ ბედის ანაბარად ყოფნა. სიტუაციის მაკონტროლებლად თავად უნდა იქცე. ამისთვის კი სათანადოდ უნდა მოემზადო.
1. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, გოგოები საუკეთესო გამომძიებლები ვართ მსოფლიოში. განა არსებობს ისეთი საკითხი, რასაც შენ ვერ გამოიძიებ და გამოიკვლევ? – არა! ასე რომ, დროულად იმოქმედე და შეეცადე, გაარკვიო რაც შეიძლება მეტი თითოეულ მათგანზე – ინტერესები, ჰობი, ოჯახური მდგომარეობა, ხასიათი, სამეგობროს თავშეყრის საყვარელი ადგილი და ასე შემდეგ.
ოღონდ ფრთხილად: ნუ მოუწყობ დაკითხვას შენს რჩეულს. გადამეტებულმა ინტერესმა შეიძლება ეჭვი და გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.
2. მოემზადე პირველი შეხვედრისთვის! მათი ინტერესის მიხედვით, შეეცადე, გათვალო თემატიკა და ისაუბრო იმაზე, რაც მათ აინტერესებთ. კარგად დაიმახსოვრე ერთი რამ: მამაკაცებს არ უყვართ ქალებთან კამათი და აზრების მტკიცება. შენთვის გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება ისეთი კითხვის დასმა, რაშიც ისინი “სპეცებად” თვლიან თავს. სთხოვე, აგიხსნან და დაგეხმარონ საკითხის უკეთ გარკვევაში. ამაზე არც ერთი მათგანი არ დაგზარდება; პირიქით, ჩათვლიან, რომ საინტერესო მოსაუბრე და სასიამოვნო გოგონა ხარ.
3. ნუ შეზღუდავ მეორე ნახევარს მეგობრებთან ურთიერთობაში და ნუ შეაწყენ თავს ზედმეტი ყურადღებით. ყურადღება და გრძნობები თქვენ ორისთვის შემოინახე. მამაკაცებს არ უყვართ მესაკუთრე ქალები, რომლებიც მათ მეგობრებზე გავლენას ცდილობენ და მთელ ქვეყანას უმტკიცებენ, რომ მის უნებართვოდ ახლოსაც ვერავინ მიეკარება და დალაპარაკებასაც ვერ გაბედავს. იყავი მეგობრული და მხიარული, თანაბრად გადაანაწილე შენი ყურადღება. მათ სამეგობროს ნაწილად უნდა მიგიღონ და არა უცხოპლანეტელად, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაარიდებს ამ ხმაურიან თავყრილობას თავს. ამით დამატებით ქულებსაც ჩაიწერ და შენს ბიჭსაც ააცილებ უხერხულობას. ხვდები, რაზე ვსაუბრობ? თუ ვერა, მაშინ ალბათ გეცოდინება კაცების საყვარელი ფრაზები: “ცოლის მონა”, “ქალის კალთას გამობმული” და ასე შემდეგ. ამით ხშირად აჯავრებენ ხოლმე ერთმანეთს და ერთგვარად, ნამუსზე აგდებენ მეგობარს, რომელმაც, შესაძლოა, ეს ამბავი უბრალო ხუმრობად კი არა, საგულისხმო შენიშვნად მიიღოს და თქვენს ურთიერთობას სერიოზულად გადახედოს.
4. მაშ ასე, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, რომ სასიამოვნო და საყვარელი გოგონას შთაბეჭდილება დატოვე, მაგრამ იცოდე, რომ ნებისმიერ შთაბეჭდილებას გამყარება სჭირდება. ეს რაღაც საკონტროლო გასროლის მსგავსია, დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოწინააღმდეგე ნოკაუტშია. თუკი თქვენი პირველი შეხვედრა არასაოჯახო გარემოში და ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგა, მაშინ მომდევნო მატჩი თქვენსავე სახლში უნდა გაიმართოს. საკუთარ ტერიტორიაზე მართლაც უძლეველი იქნები. არაფერი ისე არ ამშვენებს ქალს, როგორც დიასახლისობა. დაანახვე შენი ბიჭის ძმაკაცებს, რომ ამ სახლში მუდამ ელით: ცხელი ვახშამი, თბილი გარემო და ოჯახური სიმყუდროვე. შენი მომზადებული კერძები კი სამუდამოდ დააჩოქებს ყველა ეჭვის თვალით მაყურებელს.
5. დასასრულ, თუკი შენი მეორე ნახევრის საუკეთესო მეგობრები შესანიშნავი ადამიანები აღმოჩნდნენ და მათთან საუბარი და ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა, ნუ მოგერიდება მათი შეშვება საკუთარ სამყაროში და დამეგობრება, რაც გაცილებით უფრო დაგაახლოებთ და საერთო სასაუბრო თემების რიცხვსაც საგრძნობლად გაზრდის.