მამაკაცის სექსუალური კომპლექსები

მამაკაცის სექსუალური კომპლექსები
სექსუალური კომპლექსები აქვთ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

დონ კიხოტის კომპლექსი
იწოდება მიგელ სერვანტესის დონ კიხოტის პატივსაცემად. მამაკაცი ამ კომპლექსით წარმოიგენს თავს მოგზაურ მხედრად, რომელსაც ჰყავს იდეალიზებული შეყვარებული ქალი. დამახასიათებელია ინფანტილური ტიპის მამაკაცებისათის. ასეთი კაცების გამოფხიზლებას ახდენს იდეალურ ქალსა და რეალურ ქალს შორის არსებული უზარმაზარი სხვაობა. ქალებში მისი ანალოგი ალისას კომპლექსია.

გრიზელდას კომპლექსი
იწოდება დეკამერონის პერსონაჟის პატივსაცემად. გამოიხატება ქალიშვილის მიმართ მამობრივი მიჯაჭვულობის ეროტიულ ლტოლვაში გადაზრდით. ეს ყველაფერი შეიძლება ინცესტის მიზეზი გახდეს.

დონჟუანიზმი
ამ კომპლექსის მქონე მამაკაცი ცდილობს „დაიპყროს“ რაც შეიძლება მეტი ქალი. მისთის სიამოვნებას წარმოადგენს თავად ქალის მოხიბვლის პროცესი. მისი კეთილგანწყოპბის და სიმპათიის მოპოვების შემდეგ დონჟუანი კარგავს ინტერესს. განმეორებით კავშირები მას არ ახასიათებს. ფსიქოლოგების აზრით, ამ კომპლექსს შეიძლება საფუძვლად ედოს საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, ჰომოსექსუალური ლტოლვა, ქალების შიში, შირითადი მამოძრავებელი მოტივი – საკუთარი მასკულინობის განმტკიცება.

ლეონტის კომპლექსი
ამ კომპლექსის აზრი პარტნიორის ქალის მიმართ გამუდმებული უსაფუძვლო ეჭვიანობაა. ამ დროს ეჭვი შეიტანება მამობაშიც. კომპლექსი შეიძლება იყოს პატრიარქალური კულტურის გამოძახილი (ქალის უნდობლობა), ან ფსიქიკური დაავადების ნიშანი.

კვაზიმოდოს კომპლექსი
სრულყოფილების კომპლექსის ერთ ერთი ფორმაა. მას ახასიათებს საკუთარი გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილება და იმის მტკიცება, რომ გარეგნობის გამო ის არამიმზიდველია სექსუალური კუთხით.

პატარა პენისის კომპლექსი
არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ ერთი ფორმაა. მისი ფესვები საძებნია ბავშვობაში. ბავშვი, ხედავს რა, რომ მისი პენისი მამის და მასზე უფროსი ბიჭების პენისზე პატარაა, ფიქსირდება ამ გარემოებაზე და უკვე ზრდასრულს აწუხებს თავისი პენისის სიმცირე. ასეთ მამაკაცს მუდამ თან სდევს კრახი ქალებთან.

მაჩოს კომპლექსი
ამ კომპლექსის მქონე მამაკაცი მუდმივად საჭიროებს საკუთარი მამაკაცური თვისებების მტკიცებას. ამისთვის მას ხშირად სჭირდება აგრესიული სექსუალური როლი და იყენებს მეძავებს, ან ჰომოსექსუალურ ძალადობას. მაჩოს აქვს გაორებული დამოკიდებულება ქალებისადმი: ერთის მხრივ, ასექსუალი ქალის ხატი დედისა და მორჩილი ცოლის სახით და მეორეს მხრივ, ქალი, რომელთანაც მას აქვს სექსუალური ცხოვრება: ხელმისაწვდომი, სექსუალური ტექნიკის მცოდნე, გამოცდილი.

ორესტის კომპლექსი
ორესტი იყო ძველბერძენი პერსონაჟი, აგამენონისა და კლიტემნესტრას შვილი. მან მოკლე დედა და მისი საყვარელი, მამის მკვლელობის გამო იძია შური. ერთის მხრივ, ოჯახური კავშირებისთვის მამაკაცი ეძებს ქალს, რომელიც იქნება ერთგული და კეთილი. მეორეს მხრივ, სექსუალური ლტოლვა მამაკაცს აიძულებს ეძებოს ხელმისაწვდომი ქალი, რომელიც დაუკმაყოფილებს მას სექსუალურ მოთხოვნებს.

ოტელოს კომპლექსი
ვლინდება პათოლოგიური ეჭვიანობით, ბოდვამდეც კი. ხშირად ეჭვიანობის ბოდვა ჩნდება ალკოჰოლის ზემოქმედებით. ასეთი კომპლექსის მქონე მამაკაცები ხშირად არა მხოლოდ საყვარელ ქალს კარგავენ, არამედ ხდებიან საზოგადოებრივი დაცინვის საგანიც.

ოიდიპოსის კომპლექსი
ფროიდის თეორიის თანახმად ოიდიპოსის კომპლექსი ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპია და ვლინდება ვაჟის ლტოლვით დედის მიმართ და მტრული განწყობით მამის მიმართ.
სტატიის წყარო:cacao.ge