დეპრესიას და ნევროზს ჩვეულებრივი შავი ქლიავით ვუმკურნალე!
დღვანდელ დაძაბულ ცხოვრებაში ნევროზი, შიში და დეპრესია, ალბათ ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. ამ დაავადებების სამკურნალო ქიმიური წამლები კი მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. მეც დიდხანს მაწუხებდა საშინელი დეპრესია. ნევროლოგმა ისეთი წამლები გამომიწერა, მათ დალევას ისევ ავადმყოფობა მერჩია, რადგან ეს პრეპარატები ძალიან მთენთავდა, მაძინებდა, ვეღარაფერს ვაკეთებდი, აღარაფერი მიხაროდა. ერთ - ერთი მცენარეული რეცეპტების წიგნში წავიკითხე, რომ ასეთი მდგომარეობის სამკურნალოდ უებარი ყოფილა ჩვეილებრივი შავი ქლიავი. მეც ავდექი და მისი ჭამა დავიწყე. ზუსტად ერთ კვირაში უკეთესობა ვიგრძენი. მას შემდეგ ეს ხილი ჩემი საყვარელი საკვებია. ყოველ სეზონზე გეახლებით, ხოლო ზამთრისთვის ჩირს ვამზადებ.
დეპრესიისგან განსაკურნებლად ყოველდღიურად მხოლოდ 200 გრ ქლიავის ჭამაა საჭირო.
სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ. სხვა ბევრი დადებითი შედეგიც ვიგრძენი ორგანიზმში.
ექიმის კომენტარი:
შავი ქლიავი ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია, როგორც კუჭ - ნაწლავის პათოლოგიების სამკურნალო საშუალება. მაწს დღესაც იყენებენ გასტრიტის, კოლიტის, კუჭის წყლულის სამკურნალოდ. ქლიავი შეშუპებასაც შველის. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს და ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს. ქლიავი ასტიმულირებს ნახშირწყლოვან ცვლას. ამაგრებს ნერვულ სისტემას, ააქტიურებს აზროვნების პროცესს, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, აგრეთვე, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი.