ბედნიერება კლავს
ბედნიერება დამღუპველია- ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. იელის უნივერსიტეტის პროფესორების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბედნიერების შეგრძნება ადამიანის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხიარული ადამიანები გაცილებით ახალგაზრდები კვდებიან. მათივე განცხადებით, უკიდურესად ბედნიერი ადამიანები ცხოვრებაში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, მათ სიხარული „აბრუებთ“ და რეალობას საღი გონებით არ უყურებენ.
ამასთან, ამერიკელი პროფესორები აცხადებენ, რომ არ არის საჭირო ბედნიერებისთვის სწრაფვა, რადგან დასახული მიზნის წარუმატებლობის შემთხვევში, ადამიანი რწმენას კარგავს და დეპრესიაში ვარდება. მეცნიერები გვირჩევენ: ვიმოქმედოთ საღი გონებით, არ დავისახოთ მაქსიმალისტური მიზნები და უბრალოდ ვიცხოვროთ.