დეპრესია და სტრესი ძვირადღირებული წამლების გარეშე შეგიძლიათ დაამარცხოთ!

დეპრესია და სტრესი ძვირადღირებული წამლების გარეშე შეგიძლიათ დაამარცხოთ!
თუ თქვენ დეპრესიაში ჩავარდით, არ დაუშვათ პანიკიორობა. სურვილის არსებობისას შეიძლება მასზე გაიმარჯვოთ ძვირადღირებული წამლების გარეშე. საკვები ადამიანის განწყობაზე გავლენას ახდენს.
რომ დავძლიოთ დეპრესია ან სტრესი საკვებად უნდა იხმაროთ ასეთი პროდუქტები:

  1. პური მსხვილად დაფქული ფქვილისაგან, მაგრამ პური ჭამეთ ხორცის ან ყველის ჭამამდე. კარგია თუ ეს ხორცი იქნება ქათმის ან თუნისის ( თევზი ).

  2. ყოველდღე დალიეთ 6 - 8 ჭიქა წყალი, იგი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ მძინარობას.

  3. საქონლის ხორცი ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაუმჯობესებას და ამ სახით მუხტავს მას ენერგიით.

  4. ბანანის მიღება ამცირებს აღგზნებადობას და ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას. თხილი, ლობიო, ფოთლოვანი მწვანილი და გაღვივებული ხორბალი.

  5. განწყობილებაზე დადებით გავლენას ახდენს მცირე რაოდენობის შოკოლადი, ფინჯანი ყავა აღადგენს ენერგიას 2 საათის მანძილზე, მაგრამ ყავამ დიდი რაოდენობით შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და გაღიზიანება.

ოფიციალური მედიცინა დეპრესიასთან და სტრესსთან ბრძოლაში, ცხადია, იყენებს ისეთ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა ციტოლესი, ატარაქსი, რივოტროლი , ტრუსქალი, მაქსიბათი და სხვა. მაგრამ მათი ხმარების შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს სამკურნალო მცენარეების, მასაჟის და სხვა ბუნებრივ საშუალებათა გამოყენება.

უნდა გვახსოვდეს ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული გაფრთხილება: "ანტიდეპრესანტების მიღება მიგვიყვანს იქამდე, რომ ტვინი პრაქტიკულად მთლიანად შეწყვეტს " სიხარულის ჰორმონების გამომუშავებას".
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია