დამარხვის ახალი, გამაოგნებელი მეთოდი იტალიაში (3 ფოტო)
ის, რომ ცხოვრება მშვენიერია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობისა, წარმომავლობისა თუ თანამდებობისა, როგორც იტყვიან ყველა განუყოფელად "მიწის შვილებად" ვიქცევით გარდაცვალების შემდეგ. ეს ის გარდაუვალი ხვედრია, რომელიც მსოფლიო საზოგადოების 99%-ისთვის არასასურველია, თუმცა მაინც გარდაუვალი. რაოდენ მძიმე და ნეგატიური თემაც არ უნდა იყოს, მაინც ავღნიშნავ, რომ ტრადიციების შესაბამისად გარდაცვლილის ნეშტს მიწაში მარხავენ და აღნიშნული რელიგიური რიტუალების თანახმად მიცვალებულს წესს უგებენ სულის უკეთ განსატევებლად. დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ იტალიელების ახალი პროექტი, რომელიც გარდაცვლილის ნეშტის სულ სხვაგვარ სამარხს გულისხმობს.
ასეთი სახის სამარხი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იტალიაში. რაში მდგომარეობს ის? მათ შექმნეს ახალი, სპეციალური ორგანული კაფსულა, რომლის ზევითაც იზრდება ხე. კაფსულაში ათავსებენ ნეშტს, ხის ტიპს ირჩევენ სურვილის მიხედვით და შემდეგ ეს ნეშტი ამ ხესთან ერთად ცხოვრობს კვლავ და ხანგრძლივად.
იტალიელები მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის სასაფლაო ტყეს და ბაღს მოგვაგონებს, რაც უფრო სასიამოვნო სანახავია. ამავდროულად კი ეკოლოგიურია და ხეების გაზრდაშიც მეტი აზრი დევს, ვიდრე მათ განადგურებაში "კუბოების" შექმნის მიზნით.
მათთან ეს მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იმედოვნებენ, რომ ალტერნატიული გზა გახდება ყველა ჩვენგანისთვის და უახლოეს მომავალში ხალხის უმეტესი ნაწი