პილოგა - ახალი შანსი ჯანმრთელობის მრავალი წლით შესანარჩუნებლად. უურეთ ვიდეოს!

პილოგა - ახალი შანსი ჯანმრთელობის მრავალი წლით შესანარჩუნებლად. უურეთ ვიდეოს!
პილოგა - ახალი ფიტნეს მიმდევრობა, რომელიც ახალგაზრდულ ფორმას შეგანარჩუნებინებთ. ის პილატესა და იოგას აერთიანებს და სულ ახალი "ხილია". პილოგამ მთელი ევროპა მოიცვა და მილიონობით ქალბატონის გული დაიპყრო.

რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?

პილოგა იტალიელმა ფიტნეს ინსტრუქტორმა, დონატო დე ბართლომეომ შეიმუშავა. მან ყველა საუკეთესო ილეთი იოგისა და პილატესის გააერთიანა. ეს მეთოდი მაქსიმალურად ორიენტირებულია კუნთების შეკვრაზე, კარგ თვითშეგრძნებაზე და იდეალური ტანდეგობის უზრუნველყოფაზე.

ამ მეთოდით ვარჯიშისას ყველა კუნთი მოძრაობაშია და თანაბარ დატვირთვას განიცდის. პილოგა არ ითვალისწინებს უეცარ და უხეშ მოძრაობებს. ადამიანი ნელ-ნელა აღწევს შედეგს, რომელიც მოლოდინს აჭარბებს!

ვარჯიშის ხანგრძლივობა 45 წუთს მოიცავს, მაგრამ დასაწყისისათვის 10-15 წუთიც საკმარისია. პირველ ეტაპზე, იოგისა და ფიტნესის დახმარებით ხდება ორგანიზმის მომზადება უფრო და უფრო რთული მოძრაობებისათვის.

საბოლოო ჯამში, ვარჯიში უფრო დინამიური და ინტენსიური ხდება, მას ემატება გაწელვები და წონასწორობის შემანარჩუნებელი ვარჯიშები.

პილოგას თაყვანისმცემლები ღრმად დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ესაა ვარჯიშის ის მიმდევრობა, რომელიც ადამიანს ლამაზ ფორმას შეანარჩუნებინებს!

[media=https://youtu.be/-e14ekFYQYw]