იყო თუ არა პრინცესა დიანა ორსულად გარდაცვალების მომენტში?!

იყო თუ არა პრინცესა დიანა ორსულად გარდაცვალების მომენტში?!

როგორ ფიქრობთ ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს?

პრინცესას სიკვდილი უკვე არაერთხელ იქნა განხილული, მაგრამ ახალი დოკუმენტური პიესა, რომელიც თვითმხილველების რეალურ ჩვენებებზეა დაფუძნებული, წარმოშობს ახალ ეჭვებს.

ერთდოულად ორომა ცნობილმა გამომცემლობამ "The Daily Mirror" და "The Daily Mail"-მა გამოაქვეყნა ახალი სენსაციური დეტალები პრინცესა დიანას გარდაცვალების შესახებ. უფრო და უფრო მეტი გამომცემლობა ემხრობა აზრს, რომ გარდაცვალების მომენტში (საავტომობილო კატასტროფის დროს) პრინცესა დიანა ფეხმძიმედ იყო.

განხილვის ახალი ტალღა წამოიწყო იონ კონვეიმ, პიესის "სიმართლე, ტყუილი, დიანა"-ს ავტორმა, რომლის პრემიერაც ლონდონში, უესტ ენდში გაიმართა. ამ პიესაში ის ამტკიცებს, რომ პარიზის გვირაბში ავტოკატასტროფის დროს ლედი დი მუცლით დოდი ალ-ფაიედის ბავშვს ატარებდა. მან ეს დასკვნა ლედი დიანას ნაცნობებზე დაყრდნობით გააკეთა, ისეთებზე როგორებიც არიან: პოლ ბარელი, მისი კარისკაცი და ჯეიმს ჰიტი -ჭორების მიხედვით მისი ერთ-ერთი საყვარელი.

ოფიციალური სახეები არაერთხელ უარყოფდენ ლედი დის ფეღმძიმობის ალბათობას, თუმცა იონი ამტკიცებს, რომ იგი ფლობს ინფორმაციას, რომელიც მას მოუყვა იმ ექიმის ერთ-ერთმა დაქალმა, რომელიც მუშაობს პიტიე-სალპეტრიერის საავადმყოფოში, იქ სადაც პრინცესა დიანა გადაიყვანეს ავტოკატასტროფის შემდეგ. ექიმი ამტკიცებს, რომ მან თავისი თვალით დაინახა ემბრიონი პრინცესას სხეულში. შესაბამისად იბადება ეჭვი , რომ ავარია არა შემთხვევითი, არამედ განზრახ დაგეგმილი იყო.