უძილობა გტანჯავთ? მისგან მარტივად დააღწევთ თავს ბუნებრივი საშუალებებით
საინტერესოა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ადამიანებმა ძილის ხანგრძლივობა საგრძნობლად შეამცირეს. ერთის მხრივ, ეს გასაგებიცაა, რადგან არავის სურს ცხოვრების 1/3 ძილში გაატაროს. მართალია, ერთი უძილო ღამე არაფერს დაგვაკლებს, თუმცა სისტემატიურმა უძილობამ შეიძლება უდიდესი პრობლემები შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. უძილობა იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, ალცჰეიმერის დაავადება, შიზოფრენია, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. როგორ დავამარცხოთ უძილობა? მასთან ბრძოლაში ეს რჩევები დაგვეხმარება:
- რძე შეიცავს კალციუმს, რომელიც ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. გარდა ამისა, ის შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. დალიეთ ჭიქა რძე ძილის წინ, რომ მშვიდად იძინოთ.
- ნიგოზი შეიცავს მელატონინსა და ტრიპტოფანს. მცირე რაოდენობით მიირთვით ძილის წინ და დაგეძინებათ ღრმა ძილით, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ამ პროდუქტზე ალერგია.
- მსუბუქი სალათის მიღება ძილის წინ დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის დამარცხებაში და ადვილად დაიძინებთ. მასში შემავალი ნივთიერებები კი ადუნებს ორგანიზმს.
- როგორც სხვა რძის პროდუქტები, ყველიც შეიცავს კალციუმს, ის ეხმარება ორგანიმზს გაუმკლავდეს სტერსსა და დაძაბულობას, ასევე კუნთებს მოდუნებაში.
- ბანანი არის მაგნიუმისა და კალიუმის გამორჩეული წყარო - ეს მინერალები კი ადვილად ადუნებენ კუნთებსა და სხეულს, რაც დაგეხმარებათ დაძინებაში.
- აიღეთ 50 გრამი კამის თესლი, დაასხით 0,5 ლიტრი პორტვეინი, დადგით ნელ ცეცხლზე და 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით, შეფუთეთ, 1 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ და დარჩენილი ნალექიც გამოწურეთ. მიიღეთ 50-60 გრამი ძილის წინ.
- აიღეთ ერთი სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით, გააცივეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.