როგორ დავამზადოთ პლასტელინები სახლში?

როგორ დავამზადოთ პლასტელინები სახლში?
მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

1. ოთხი დიდი თასი.
2. ერთი ჭიქა ფქვილი.
3. ერთი ჭიქა წყალი.
4. ოთხი სხვადასხვა ფერის საკვები საღებავი.
5. ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი.
6. ნახევარი ჭიქა მარილი.

თავდაპირველად განათავსეთ ოთხივე თასი მაგიდაზე და გაანაწილეთ 1 ჭიქა წყალი თანამბრად ოთხივეში. შემდეგ დაუმატეთ წყალს რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი და ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. მოურიეთ მიღებული სითხე კარგად.


ყოველივე ამის შემდეგ გაანაწილეთ ფქვილისა და მარილის მოცემული რაოდენობა თანაბრად და მოურიეთ კარგად კოვზით.


როდესაც ცომი გახდება რთულად ასაზელი, მაგიდაზე დაყარეთ მცირეოდენი ფქვილი, გადმოიტანეთ მიღებული მასა მასზე და შეეცადეთ კიდევ მთელი ძალით მოზილოთ იგი ხელების გამოყენებით. პლასტელინი მზადაა! მიეცით იგი თქვენს შვილებს სათამაშოდ...


იმისათვის, რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს მიერ დამზადებულ პლასტელინებს, მოათავსეთ ისინი პლასტიკატში. ასე თქვენ შეუნარჩუნებთ მას მდგრადობას და დაიცავთ გამოშრობისგან.

როგორ დავამზადოთ პლასტელინები სახლში?