საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი საჩუქრები საახალწლოდ
საჩუქრების თემა განსაკუთრებით აქტუალურია ახალი წლის პერიოდში. ამ დროს გვიწევს ვიყიდოთ არა ერთი, არამედ რამდენიმე საჩუქარი ყველა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანისათვის. მოგეხსენებათ ყოველივე ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ზოგი საჩუქარი შეგიძლიათ არა იყიდოთ, არამედ მოამზადოთ საკუთარი ხელით.
ტკბილი თხილი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
თხილი - 300 გრამი.
შაქარი - 200 გრამი.
წყალი - 4 სუფრის კოვზი.
როგორ მოვამზადოთ:
თხილი უნდა იყოს მთლიანად გასუფთავებული. სურვილისამებრ შეგიძლიათ მოხალოთ იგი მშრალ ტაფაზე. აიღეთ ქვაბი და მოცემული შაქრის რაოდენობა სქელ ფენად გაანაწილეთ მასზე, დაასხით 4 სუფრის კოვზი წყალი და ადუღეთ იგი, სანამ არ მიიღებს ღია ყავისფერ შეფერილობას, შემდეგ ჩაყარეთ მასში თხილი და ურიეთ გამუდმებით დაბალ ტემპერატურაზე, სანამ თითოეული თხილი ბოლომდე არ დაიფარება კარამელით.
შემდეგ მოათავსეთ გამზადებული პროდუქტი სილიკონის ხალიჩაზე და ჩანგლის მეშვეობით დააცალკევეთ თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან და დაელოდეთ მათ ბოლომდე გაშრობას.
საკუთარი ხელით მომზადებული სასარგებლო ტკბილეული.
თქვენ დაგჭირდებათ:
ნუში - 100 გრამი.
გარგარის ჩირი - 100 გრამი.
ქოქოსის ფხვნილი - 50-100 გრამი.
თაფლი სურვილისამებრ.
როგორ მოვამზადოთ:
გარგარის ჩირი გარეცხეთ კარგად და 15 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში. ამი შემდეგ გააშრეთ იგი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ნუში დააფხვიერეთ ბლენერის მეშვეობით, შემდეგ ჩაუმატეთ მას გარგარის ჩირი და კვლავ დააბლენდერეთ. მიღებული მასას დააყარეთ სასურველი რაოდენობით ქოქოსი და დაამრგვალეთ იგი პატარა ბურთებათ.
კანფეტები ჩირისაგან.
თქვენ დაგჭირდებათ:
ფინიკი - 100 გრამი.
შავი ქლიავი - 100 გრამი.
ქიშმიში - 100 გრამი.
შვრიის ფანტელები - 1-2 სუფრის კოვზი.
ნიგოზი - 100 გრამი.
ნუში - 50 გრამი.
კაკაო.
როგორ მოვამზადოთ:
ნუში მოხალეთ მშრალ ტაფაზე და შემდეგ გააციეთ. ფინიკს მოაშორეთ კურკები. თუ ქიშმიში და შავი ქლიავი ძალიან მშრალია, მაშინ მოათავსეთ ისინი 10-15 წუთით მდუღარე წყალში, შემდეგ აუცილებლად გააშრეთ.
მიწისთხილი შვრიის ფანტელებთან ერთად დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ კურკებ გამოცლილი ფინიკი, შავი ქლიავი, ქიშმიში და ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ გაატარეთ ბლენდერში. მიღებლ მასას მიეცით მატარა ბურთების ფორმა, თანაც თითოეულ მათგანში მოათავსეთ ერთი ნუშის ნაყოფი და ყოველივე ამის შემდეგ მოაყარეთ მას კაკაო ზედაპირზე.
ორცხობილები.
საჩუქრების ძებნა თქვენი კოლეგებისათვის ძალზედ რთული და დამღლელი პროცედურაა. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ეს დამღლელი პროცესი, გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კოლეგების გახარებაში.
თქვენ დაგჭირდებათ:
თაფლი - 0,5 ლიტრიანი ჭიქა.
შაქარი - 100 გრამი.
კარაქი - 100 გრამი.
სოდა - 1 ჩაის კოვზი.
მარილი - 1 მწიკვი.
ორი კვერცხი.
ფქვილი - 450 - 500 გრამი.
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი.
მიხაკის ფხვნილი - 1 ჩაის კოვზი.
ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი.
საკვებად ვარგისი სხვადასხვა ფერის ფანგქრები.
როგორ მოვამზადოთ:
საშუალო ზომის ქვაბში შეათბეთ თაფლი, შემდეგ დაამატეთ კარაქი და გააგრძელეთ შეთბობა დუღილამდე, კარაქის გადნობამდე. მიღებული მასა გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. მოცემული კვერცხის და შაქრის რაოდენობა დაუმატეთ თქვენს მიერ მიღებულ მასას და მოურიეთ კარგად. კარგად გაცერით ფქვილი და პატარა პორციებით დაუმატეთ მიღებულ მასას. თავდაპირველად შეურიეთ ისინი მიქსერის მეშვეობით, ხოლო უკვე შემდეგ - ხელით. მოათავსეთ იგი მაცივარში ერთი ღამით.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. სპეციალური ფიგურების მეშვეობით გამოჭერით სასურველი ფიგურები თქვენს მიერ მიღებული მასისაგან. ღუმელში მოთავსების შემდეგ მის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 10 წუთი. მზა ორცხოვილები გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე და სპეციალური ფანქრების გამოყენებით გააფორმენთ ისინი შეძლებისდაგვარად.
ნარევი ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად.
კაკოს ფხვნილი - 100 გრამი.
შაქარი - 250 გრამი.
ვანილი - 50 გრამი.
კაიენური წიწაკა - 1 მწიკვი.
როგორ მოვამზადოთ:
აარჩიეთ რაც შეიძლება ხარისხიანი კაკაო და დაამათეთ მას ერთი მწიკვი ცხარე წიწაკა. მოათავსეთ იგი ლამაზ ქილაში და დაამათეთ სასურველი რაოდენობის შაქარი. ასევე თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ მშრალი ქლიავი ან რძე.
ზეფირი.
2 კვერცხი.
შაქარი - 120 გრამი.
ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი.
საჭმელი საღებავები.
როგორ მოვამზადოთ:
ღუმელი გააცხელეთ 100-110 გრადუსამდე. კვერცხის ცილა მოათავსეთ დიდ თასში და მიქსერის მეშვეობით ურიეთ ქაფის ამოსვლამდე. მიქსერით მორევის პროცესში ნელ-ნელა დაუმატეთ მას შაქარი და ლიმონის წვენი. მიღებული ბლანტი მასა მზად არის გამოსაცხობად.
ამოსული ცილა გაანაწილეთ ორ სხვადასხვა თასში და თითოეულ მათგანს დაუმატეთ საღებავები იმ დოზით, სანამ არ მიიღებენ სასურველ შეფერილობას. გახსოვდეთ, რომ პარალელურად დიდი სიფრთხილით უნდა ურიოთ მათ. მიღებული მასა მოათავსეთ სპეციალურ საკონდიტრო ტომარაში. თუ არ გაქვთ ტომარა გაანაწილეთ ცილოვანი მასა კოვზის მეშვეობით. 100-110 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოთავსების შემდეგ საჭიროა 1-1,5 საათი მის მოსამზადებლად. მიღებული ზეფირი უნდა იყოს რბილი და მშრალი.