იდეალურად თხელი და გემრიელი ბლინების რეცეპტი

იდეალურად თხელი და გემრიელი ბლინების რეცეპტი
FPAPARAZZI-ის რედაქცია გირჩევთ ბლინები სხვადასხვა შიგთავსით დააგემოვნოთ.
საჭირო მასალა:
  • რძე- 2 ჭიქა
  • ადუღებული წყალი- 1ჭიქა
  • კვერცხი- 3 ცალი
  • ფქვილი- 1,5 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი- 3 ს.კ
  • მარილი- ½ ჩ.კ
  • შაქარი 2 ჩ.კ
  • ½ ჩ.კ სოდა ლიმონის წვენთან ერთად

მომზადება:
კვერცხი, შაქარი მარილი და რძე მიქსერით ათქვიფეთ. (რძე აადუღეთ და ბოლომდე არ გააცივოთ), დაუმატეთ მდუღარე წყალი და ნელ- ნელა შეაზილეთ ფქვილი. ბოლოს დაამატეთ ზეთი და მარილი, კარგად აურიეთ. ცომი 30 წუთის განმავლობაში დადგით თბილ ადგილას. გამოცხობამდე კარგად მოურიეთ და ისე აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით.