ცომი ფაფუკი, ნამცხვრები კი გემრიელი რომ გამოვიდეს, მუდამ ამ ინგრედიენტს ვამატებ
არაყი ცომის მომზადებისას აჩქარებს ფერმენტაციას, ხელს უწყობს სწრაფად ამოსვლას, ასევე სპობს მავნე მიკრობებს. გემო უმჯობესდება, არომატი უფრო მკვეთრი ხდება. და საჭირო არ არის, მთელი ჭიქა გამოიყენოთ, საკმარისია რამდენიმე სუფრის კოვზიც.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ამის შემდეგ, ცომი მზადაა გამოყენებისთვის.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 100 მლ წყალი
- 300 მლ რძე
- 1 ს.კ. არაყი
- 200 გრ შაქარი
- 30 გრ საფუარი
- 200 გრ კარაქი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება:
- ღრმა თასში გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაამატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, მოურიეთ.
- დაამატეთ ცოტაოდენი ფქვილი, არაჟნის კონსისტენციის მასა უნდა გამოვიდეს. დადგით 30 წუთით.
- შეურიეთ 180 გრ შაქარი და კვერცხი, არ ათქვიფოთ. ჩაასხით მასა ცომში, დაამატეთ არაყი, დარბილებული კარაქი, ზეთი, არაჟანი და მარილი. მოურიეთ.
- თანდათანობით დაუმატეთ ნახევარი ფქვილი მცირე ულუფებით, ნელნელა დაასხით თბილი რძე. სქელი არაჟნის მასა უნდა გამოვიდეს.
- დადგით ცომი 1 საათით. შემდეგ მოზილეთ და დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი. დადგით კიდევ 1 საათით.
ამის შემდეგ, ცომი მზადაა გამოყენებისთვის.