კომბოსტოს ოლადები

კომბოსტოს ოლადები
fpaparazzi წვნიანი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ოლადების ეს რეცეპტი, ძალიან მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:
  • კეფირი- 1 ჭიქა
  • კვერცხი- 2 ცალი
  • დაფქული შავი პილპილი- 0,5 ჩ.კ
  • სოდა- 1 ჩ.კ
  • დაჭრილი კომბისტო- 2 ჭიქა
  • მწვანილი გემოვნებით
  • ფქვილი
  • ზეითუნის ზეთი- რამდენიმე წვეთი
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. გააკეთეთ ცომი ისე, როგორც ოლადებისთვის აკეთებთ. დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ
2. სულ ბოლოს დაუმატეთ სოდა (ძმარში გახსნა საჭირო არ არის, რადგან ცომი კეფირზეა დამზადებული)
3. მზა ცომში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და მწვანილი
4. კარგად მოურიეთ
5. მიღებული მასა კოვზით დაასხით ზეთმოსხმულ გახურებულ ტაფაზე
5. მზა ოლადები მიირთვით არაჟანთან ან სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით