სარეცხი საპნის ჯადოსნური თვისებები
სათაურის წაკითხვისას შეიძლება ვიღაცამ ცხვირი აიბზუოს, მაგრამ გირჩევთ, ბოლომდე გაეცნოთ სტატიას და დარწმუნდეთ, თუ რამდენად ეფექტიანია სარეცხის საპონი, რომელსაც ადრე ჩვენი ბებიები და დედებიც ყოველდღე იყენებდნენ.
თავდაპირველად გეტყვით, რომ 72-პროცენტიანი სარეცხის საპონი შეუცვლელი, ნატურალური და ჰიპოალერგიული საშუალებაა. ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცვისას. აგრეთვე, სასურველია, მომზადებამდე კვერცხიც სარეცხი საპნით გარეცხოთ.
თუ ხშირად ყიდულობთ ეგზოტიკურ, იმპორტულ ხილს, გირჩევთ ისიც სარეცხის საპნით გარეცხოთ.
ძველად სარეცხის საპნით ირეცხებოდა იატაკი, კარ-ფანჯრები, საბაზანო, მაცივარი და გაზქურა.
თუ მუწუკები გაწუხებთ, ააქაფეთ სარეცხის საპონი, დაუმატეთ დანის წვერით მარილი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკისთვის - კვირაში ორჯერ.
თუ ქერტლი გაწუხებთ, რეგულარულად დაიბანეთ თავი სარეცხის საპნით.
თუ ქუსლები დაგისკდათ ყოველ საღამოს გაიკეთეთ სარეცხი საპნისა და სოდის აბაზანები (1 სადილის კოვზი სარეცხის საპონი, 1 ჩაის კოვზი სოდა).
თუ კანი გაიჭერით, ან გიჩირქდებათ, დაიბანეთ სარეცხის საპნით. დამწვრობის შემთხვევაში, დაასველეთ საპონი და წაისვით მტკივან ადგილზე.
გაცივების შემთხვევაში ბამბის ჩხირი დაასველეთ, წაუსვით საპონს და გამოიწმინდეთ ნესტოები. თუ ვირუსიანებთან გიწევთ შეხება, ყოველ საღამოს ცხვირი საპნით გამოირეცხეთ.
კვირაში ერთხელ სარეცხის საპნით გარეცხეთ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, მანიკიურის ნაკრები და მსგავსი ნივთები.
სარეცხის საპონი კარგად რეცხავს დალაქავებულ ნივთებს.
სახის კანს ახალგაზრდული იერი რომ დაუბრუნოთ, ბებიები გვირჩევენ სახე სარეცხის საპნით დავიბანოთ, სუფთა და მშრალ კანზე კი საბავშვო კრემი წავისვათ.
თუ ფეხზე სოკო გაგიჩნდათ, სარეცხის საპნით კარგად დაიბანეთ დასნებოვნებული ადგილი, შეიმშრალეთ და იოდით დაიმუშავეთ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ დილა-საღამოს, სანამ სოკო არ გაქრება.