აღარასდროს გააშროთ სარეცხი სახლში! შოტლანდიელი მეცნიერები ამბობენ...
შოტლანდიელმა მეცნიერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ საინტერესო კვლევა ჩაატარეს. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ უამრავ ოჯახში ტენიანობის დონე ნორმას რამდენჯერმე აღემატება, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი სარეცხს სახლში, გაზქურასთან ან გამათბობელთან აშრობს.
სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობა 100-მა ოჯახმა მიიღო. როგორც აღმოჩნდა, დიასახლისების 87% სარეცხის გაშრობას სახლში ამჯობინებს, განსაკუთრებით კი წელიწადის ცივ დროს.
საქმე იმაშია, რომ სარეცხის გაშრობისას წყლის აორთქლების შედეგად სახლში ტენიანობის დონე 30%-ით იზრდება, რის ხარჯზეც წარმოიქმნება იდეალური გარემო ობის სოკოების გამრავლებისთვის. ასეთი გარემო კი დამღუპველია ადამიანებისთვის, რომლებიც ასთმისგან, თივის ცხელებისგან და სხვა ალერგიული დაავადებებისგან იტანჯებიან.
თუ თქვენთვის საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, არასდროს გააშროთ სარეცხი სახლში. ცნობისთვის, არსებობს სპეციალური საშრობი კარადებიც, რომელთა დახმარებით თქვენ შეძლებთ სარეცხის სახლში გაშრობას, თანაც ისე, რომ არ მიაყენებთ ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მოწყობილობა უამრავი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია...