თუ ნანემსარი დაგისივდათ და დაგიწითლდათ გამოიყენეთ ეს წამალი და უმალვე გიშველით!
მინდა ერთი სასარგებლო რჩევა მივცე მკითხველს: ერთხელ ნანემსარი დამისივდა, დამიწითლდა, ძალიან მტკიოდა, ბებიაჩემი ხალხური მედიცინის მოყვარულია, მას დავუჯერე და ნამდვილად არ მინანია, რადგან რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილიც და სიწითლეც უკვალოდ გაქრა.
წამლის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
კარგად აურიეთ თანაბარი რაოდენობით წმინდად გახეხილი სარეცხის საპონი, წვრილად დაჭრილი ხახვი და შაქარი. დატოვეთ მანამდე, სანამ წვენს არ გამოუშვებს. ნარევი დადეთ თხელ დოლბანდზე და დაიფინეთ მტკივან ადგილას, ზევიდან დაიფინეთ ცელოფანი. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. თავდაპირველად გეტკინებათ, მაგრამ მერე თანდათანობით ყველაფერი გაივლის.
ექიმის კომენტარი:
ხახვი და სარეცხის საპონი ანტისეპტიკური საშუალებებია. მათი ნარევის კომპრესი კი უთუოდ შეუწყობს ხელს ინფიცირების პროცესის შეჩერებას და ანთების ჩაცხრობას. მაგრამ მკითხველი უნდა გავაფრთხილო, რომ ეს რეცეპტი ეფექტიანი იქნება პროცესის მხოლოდ საწყის ეტაპზე. თუ ინფექცია უკვე ღრმადაა წასული - პაციენტს აღენიშნება მფეთქავი ტკივილი , ჩირქოვანი გამონადენი და მომატებული ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს.
წამლის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
- სარეცხის საპონი
- ხახვი
- შაქარი