ეს 10 პრობლემა, რომელიც ყოველ მეორეს აწუხებს, შეგიძლიათ ძალიან იაფი პროდუქტით გადაჭრათ!

ეს 10 პრობლემა, რომელიც ყოველ მეორეს აწუხებს, შეგიძლიათ ძალიან იაფი პროდუქტით გადაჭრათ!
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბაზარი სავსეა საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით, სარეცხი საპონი, რომელსაც გამოყენების მრავალწლიანი ისტორია აქვს, დღემდე არ კარგავს პოპულარობას. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ძლიერი მადეზინფიცირებელი საშუალებაა, სარეცხი საპნის პოპულარობას განაპირობებს ფაქტი, რომ ის მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შედგება.

მოკლედ რომ ვთქვათ, სარეცხი საპონი, რომელიც სულ რაღაც თეთრები ღირს, შეუცვლელი პროდუქტია!
  1. მადეზინფიცირებელი თვისებების ხარჯზე სარეცხი საპონი გვეხმარება კანის სხვადასხვა დაავადებების წინააღმედ ბრძოლაში. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.

  2. თუ თქვენ ჭრილობას სარეცხი საპნით დაიმუშავებთ, რისკი იმისა, რომ მასში ინფექცია შეიჭრება, საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა, სარეცხი საპონი აჩქარებს შეხორცების პროცესს.

  3. როგორ ვიქცევით, როდესაც გვსურს, თავიდან ავირიდოთ სილურჯის გაჩენა მიღებული ტრავმის შემდეგ? როგორც წესი, დახმარებისთვის ყინულს მივმართავთ. ყინულის გამოყენების ნაცვლად, დაიმუშავეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი სარეცხი საპნით.

  4. თუ გსურთ მოიშოროთ სიწითლე დეპილაციის შემდეგ ან თავიდან აირიდოთ კანის გაღიზიანება არასასურველი თმის მექანიკურად მოშორებისას, უბრალოდ დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი სარეცხი საპნით.

  5. სარეცხი საპონი - არაჩვეულებრივი ანტივირუსული საშუალება. სურდოსა და გრიპის პირველი სიმპტომების დროს ჩაალბეთ ბამბა სარეცხი საპნის ხსნარში და დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები.

  6. ფეხის სოკოს დროს რეკომენდირებულია კანის პრობლემური მონაკვეთის დამუშვება სარეცხი საპნით. მას შემდეგ, რაც კანის დაინფიცირებულ მონაკვეთზე საპონს წასივამთ, კარგად დაიმუშავეთ ის უხეში ჯაგრისის გამოყენებით. თუ თქვენ ამ პროცედურას ყოველ დილას და საღამოს გაიმეორებთ, ხანმოკლე დროში შეძლებთ პრობლემის გადაჭრას.

  7. ექიმ ტრიქოლოგებს ძალიან უჭირთ შეთანხმება იმ საკითხზე, სასარგებლოა თუ მავნებელი სარეცხი საპონი ჩვენი თმისთვის. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ არ არის რეკომენდირებული სარეცხი საპნის გამოყენება თავის დაბანვის დროს, რადგან ის ვნებს ჩვენს თმას და თავის კანს. სპეციალისტების მეორე, თანაც საკმაოდ დიდ ნაწილს, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს.

  8. სარეცხი საპონი არაჩვეულებრივი საშუალებაა პირადი ჰიგიენის ნივთების დეზინფიცირებისთვის. დატოვეთ ისინი მთელი ღამით სარეცხი საპნის წყალხსნარში და დილით კარგად გარეცხეთ თითოეული ნივთი. რეკომენდირებულია ამ პროცედურის ჩატარება მინიმუმ 3 თვეში 1-ხელ.

  9. სიწითლის მოსახსნელად და აკნეს დასამარცხებლად ააქაფეთ სარეცხი საპონი. მიღებული ქაფში ჩაამატეთ მარილი და კარგად გადაურიეთ (თანაფარდობა 1:1). წაისვით ეს მასა სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ნარევი ჯერ ცხელი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. პირველივე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. აკნეს სრულად დასამარცხებლად რეკომენდირებულია ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

  10. კოჟრები და ბზარები ქუსლებზე წარსულში დარჩება, თუ თქვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხებს შემდეგ ნარევში მოათავსებთ: 2 ლიტრ ცხელ წყალში ვხსნით 1 ჩაის კოვზ საკვებ სოდას და 1 სუფრის კოვზ გახეხილ სარეცხ საპონს.

იფიქრებდით, რომ ერთი იაფი პროდუქტის დახმარებით ამდენი პრობლემის გადაჭრა იქნებოდა შესაძლებელი? თუ მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს.