როგორ გავწმინდოთ ტაფა ქიმიის გარეშე? 6 რჩევა, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ
ტეფლონის ზედაპირს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია: ის მალე ხურდება, შეწვისას ბევრ ზეთს არ მოითხოვს. ე.ი. საკვები კალორიული არ იქნება. მესამეც, ასეთი ტაფა უფრო მსუბუქია. ერთი შეხედვით ასეთი ტაფა იდეალურია. მაგრამ ზედაპირი ძალიან ფაქიზია. უნდა გამოიყენო ხის ან სილიკონის კოვზი მორევისას. და კიდევ ერთი: რეგულარულად უნდა გაირეცხოს საგულდაგულოდ. ძალიან მიშვებული შემთხვევებისთვის კი არსებობს რამდენიმე ხრიკი.
როგორ გავწმინდოთ ტეფლონის ტაფა გარედან და შიგნიდან
როგორ გავწმინდოთ ტეფლონის ტაფა გარედან და შიგნიდან
- მოამზადეთ ხსნარი 5 ლ წყლის, 250 გრ სოდისა და 150 გრ სილიკატის წებოსგან. ჩაალბეთ მასში ტაფა 2 დღით, შემდეგ გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.
- გახსენით 3 ლ წყალში 50 გრ სილიკატის წებო, 200 გრ სოდა და 150 გრ სარეცხი საშუალება. ჩაალბეთ ტაფა 24 საათის განმავლობაში, შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.
- ღრმა ქვაბში ჩაასხით 5 ლიტრი წყალი, გახსენით მასში რამდენიმე ნაჭერი სარეცხის საპონი და 500 გრ სოდა. მოათავსეთ ტაფა და გამოხარშეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.
- კბილის პასტა არამხოლოდ კბილის ემალის ნადებს უმკლავდება. წაუსვით პასტა ტაფის შიდა ზედაპირს სქლად, დატოვეთ 30 წუთით, შემდეგ კარგად გარეცხეთ.
- შეურიეთ 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტი, 1 ჩ.კ. ბორის მჟავა და 250 მლ წყალი. ამ ნარევით გახეხეთ შიდა ზედაპირი, დატოვეთ ცოტა ხნით, შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
- ჩაასხით ტაფაში წყალი, გახსენით მასში 4 ს.კ. სოდა და 200 გრ გახეხილი სარეცხის საპონი. ბოლომდე შეავსეთ კოკა-კოლით და აადუღეთ. დამტკიცებულია, რომ ამ მეთოდით ყველაზე ძველი ნადების მოცილება არის შესაძლებელი.