სამზარეულოს წვრილმანი ხრიკები, რომლებიც საქმეს გაგიადვილებთ

სამზარეულოს წვრილმანი ხრიკები, რომლებიც საქმეს გაგიადვილებთ
1. ღუმელში მომზადებულ კერძზე (მაგალითად, პიცაზე) რომ მწვანილმა ფერი არ დაკარგოს, წინასწარ დაასველეთ მცენარეულ ზეთში.

2. მაკარონი რომ ერთმანეთს მოხარშვისას არ მიეკრას, ხარშვისას 2 სუფრის კოვზი ზეთი ჩაუმატეთ.

3. კარტოფილის კანიანად ხარშვისას კანი არ დასკდება, თუ ხარშვისას 1-2 წვეთ ძმარს დაუმატებთ.

4. დაჭრილი ხახვი დიდხანს შეგენახებათ, თუ მარილმოყრილ ლანგარზე შეინახავთ.

5. სამარილეში მარილი არ გამაგრდება, თუ მასში რამდენიმე მარცვალ ბრინჯს ჩააგდებთ.

6. გათლილი ვაშლი რომ არ გაშავდეს, ცივ წყალში ჩააწყვეთ.

7. კვერცხი უკეთ შეინახება, თუ მსხვილ ბოლოს ზემოდან მოუქცევთ.

8. დანები ცხელი წყლით არ გარეცხოთ, თორემ მალე დაბლაგვდება.

10. თუ ლიმონიდან წვენის გამოწურვა გინდათ, ნაყოფს მდურარე გადაავლეთ, მაგიდაზე ხელისგულით გააგორ-გამოაგორეთ და მხოლოდ შემდეგ გაჭერით შუაზე გასაწურად.

11. მოხალული წიწიბურა უფრო მალეც იხარშება და გაცილებით არომატულია.

12. ვიტამინი c გაცილებით კარგად ნარჩუნდება სუპ-პიურეებსა და ფქვილით შესქელებულ სუპებში, ვიდრე ბორშში.

13. ბოსტნეულის წვნიანი უფრო გემრიელი იქნება, თუ მასში რძეს, არაჟანს ან ნაღებს შეურევთ.

14. ტომატ-პასტა კერძში კარტოფილის მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარტოფილი გამაგრდება.

15. კარტოფილი უფრო მალე მოიხარშება, თუ წყალში ცოტა ზეთს ჩაამატებთ.

16. კარტოფილის პიურე ცივ რძეში არ ამოზილოთ, აუცილებლად აადუღეთ, თორემ ფერსაც შეიცვლის და კოლტებიც გაუჩნდება.

17. თუ ჭურჭელს თევზის სუნი შემორჩა, ძმარი გადაავლეთ. სუნი გაქრება.
სტატიის წყარო:mshoblebi.ge