20 ცხოვრებისეული რჩევა, რომლებიც ყოველდღე გამოგადგებათ

20 ცხოვრებისეული რჩევა, რომლებიც ყოველდღე გამოგადგებათ
1. მდნარი ყველი და მისთანა პროდუქტი შეგიძლიათ კბილის ძაფით, "ფლოსით" გაჭრათ.

2. ტუალეტის გაწმენდა "ალკოზელცერის" რამდენიმე აბით შეგიძლიათ. ჩაყარეთ უნიტაზში, დაელოდეთ 20 წუთი და ჩარეცხეთ. აბებში შემავალი ლიმონმჟავა ჩამჯდარ ჭუჭყსაც მოაშორებს.

3. ხის ზედაპირზე წყლის ლაქებს მაიონეზით მოაშორებთ.

4. კარტოფილის პიურე გაცილებით გემრიელი და ჰაეროვანი გამოგივათ, თუ ბეზესავით ათქვეფილ კვერცხის ცილას შეურევთ.

5. თუ თმაზე კევი შეგეწებათ, მას "კოკა-კოლა" მოგაშორებთ.

6. თუ ხრახნილი დაგიჟანგდათ, ცოტა ხნით "კოკა-კოლაში" დასველებული ჩვარი შემოახვიეთ.

7. ლიმონმა არომატი მკვეთრად რომ გამოსცეს, ცხელი წყალი დაასხით.

8. გამომშრალი ყველი ცოტა ხნით რძეში მოათავსეთ და იგი კვლავინდებურად სირბილეს დაიბრუნებს.

9. იოდის ლაქებს წყალი დაასხით და სახამებლით გაწმინდეთ.

10. პომადის ლაქებს აბრეშუმისა და შალის ქსოვილებზე სუფთა სპირტით მოაშორებთ.

11. ლუდის ლაქების მოსაცილებლად ნიშადურის სპირტი გამოიყენეთ და ნაჭერი კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში.

12. თუ მკვახე კივი შეიძინეთ, მოათავსეთ მოწნულ კალათაში და ზემოდან ვაშლები დააწყვეთ. კივი ორ დღეში დამწიფდება.

13. გაფუჭებული ან ძველი სიდი-დისკები შეგიძლიათ ცხელი ჭიქის დასადებად გამოიყენოთ.

14. თუ წვეულებისთვის ყინულების გაკეთება სწრაფად გსურთ, ანადუღარი წყალი გაყინეთ.

15. კბილის პასტა კარგად ასუფთავებს ვერცხლის სამკაულებს.

16. დამწვარ ადგილზე მდოგვი წაისვით. იგი შეგიმცირებთ ტკივილს და არც წყლული გაგიჩნდებათ.

17. აკვარიუმის წყალი საუკეთესოა ყვავილების მოსარწყავად.

18. კანიანი კარტოფილის მოხარშვისას ბოსტნეულის კანი არ დასკდება, თუ წყალში რამდენიმე წვეთ ძმარს ჩაასხამთ.

19. თუ მარილი დაგინესტიანდათ, მასში ბრინჯის რამდენიმე მარცვალი ჩაყარეთ.

20. თუ სუფრაზე ბოთლში ღვინო მოგრჩათ, ჩაასხით ყინულის ფორმებში, გაყინეთ და მოგვიანებით კერძებისა და სოუსების მომზადებისას გამოიყენეთ.
სტატიის წყარო:marao.ge