11 საშუალება, როგორ გავხადოთ კერძი კიდევ უფრო გემრიელი- რჩევები, რომლებიც ყველა დიასახლის გამოადგება
შეფ-მზარეულებიც კი დროდადრო ანახლებენ თავის გამოცდილებას და საკვების მომზადების ტექნიკას. ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ფასდაუდებელია ყველა დიასახლისისთვის.
- თუკი ხორცისთვის სოუსს ამზადებთ, მასში ჩაურიეთ ერთი მწიკვი ყავა და მას ძალიან პიკანტური გემოს მისცემთ.
- რძე არ აიჭრება თუკი მასში ადუღებამდე ერთ მწიკვ მარილს ჩაამატებთ.
- კარტოფილის პიურე ძალიან გემრიელი გამოვა თუკი მასში ზეთში მოთუშულ ვაშლს დაუმატებთ.
- თევზს მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე დაასხით ცოტა ძმარი და ის თევზის გასუფთავების პროცესს ბევრად გაგიმარტივებთ.
- იმისათვის რომ ლაბა კამკამა გამოვიდეს, ხარშვისას ქვაბში ჩააგდეთ კვერცხის ნაჭუჭი.
- სანამ რძეს აადუღებთ, ქვაბს ცივი წყალი გამოავლეთ.
- ქიშმიში უფრო გემრიელი იქნება თუ მას გამოყენებამდე თბილ ლიმონის წვენს დაასხამთ.
- არაჟანი არაჩვეულებრივად შეცვლის მაიონეზს თუკი მას კვერცხის გულს და ცოტა მდოგვის ფხვნილს დაუმატებთ.
- ბრინჯს ხარშვისას დაუმატეთ გრეიპფრუტის წვენი- შედეგად ძალიან გემრიელი კერძი გამოგივათ.
- ომლეტი ფუმფულა და გემრიელი გამოვა თუკი რძის ნაცვლად გაზიან წყალს დაუმატებთ.