როგორ გავიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის მუშაობა იოგით
1. დაწექით ზურგზე. ფეხები მუხლებში მოხარეთ. მიაბრუნეთ ფეხები ერთ მხარეს, თავი მეორე მხარეს. ხელები განზე გაჭიმეთ. გაჩერდით ასეთ პოზაში 40 წამი. გაიმეორეთ მეორე მხარეს.
2. დაწექით ზურგზე. ფეხები მოხარეთ. ხელები შემოიხვიეთ მუხლებზე და ასეთ მდგომარეობაში გაჩერებულმა 5-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
3. დაჯექით იატაკზე. ერთი ფეხი გაჭიმეთ, მეორე ტანისკენ მოხარეთ. გაიჭიმეთ გაჭიმული ფეხისკენ და შეეცადეთ ტერფს ხელი მოკიდოთ. გაჩერდით ამ პოზაში 30 წამი და გაიმეორეთ მეორე ფეხზე.
4. იატაკზე დაჯექით ფეხებზე. მუხლები მკერდის პარალელურად უნდა გქონდეთ. მოდუნდით და წინ დაიხარეთ. ხელებით და თავი წინ გასწიეთ, შუბლი იატაკს უნდა დაადოთ, მკერდი- მუხლებს.
5. დაწექით იატაკზე, მუცელზე. ხელები დაიწყვეთ მკერდთან, ტანით აიწიეთ მაღლა, ხერხემალი გაასწორეთ, თავი აწეული გქონდეთ და ამ პოზაში 30 წამი გაჩერდით. ისუნთქეთ მშვიდად.
6. ჩაისუნთქეთ და ხელები ასწიეთ მაღლა. შემდეგ ნელა დაიხარეთ და შეეცადეთ, ხელებით იატაკს შეეხოთ. თავი ამოსწიეთ, ამოისუნთქეთ და თავი ფეხებს მიადეთ.
7. ასწიეთ ხელები მაღლა. ჩაისუნთქეთ. გადაიხარეთ ხან ერთ მხარეს, ხან- მეორე მხარეს. თითოეულ პოზაში 30 წამი გაჩერდით. ისუნთქეთ მშვიდად ერთ მხარეზე გადახრისას ამოისუნთქეთ, გასწორებისას ჩაისუნთქეთ.
დაბოლოს, გახსოვდეთ, კუჭ-ნაწლავმა კარგად რომ იმუშაოს სწორად უნდა იკვებოთ.