გსურთ გქონდეთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი? გააკეთეთ ეს 6 უმარტივესი ვარჯიში ყოველდღიურად და შედეგით გაოცდებით!

გსურთ გქონდეთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი? გააკეთეთ ეს 6 უმარტივესი ვარჯიში ყოველდღიურად და შედეგით გაოცდებით!
ზედმეტი წონა - პრობლემა, რომლის გამომწვევ მიზეზსაც მხოლოდ ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესი არ წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, მუცელზე ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვებას საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა იწვევს.

ეს ექვსი ვარჯიში დაგეხმარებათ მოდუნებული მუცლისა და წელზე არსებული ზედმეტი ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1. მუხლები მკერდთან



დაწექით ზურგზე და მოდუნდით. ჩაისუნთქეთ ღრმად და მუხლები ამოიტანეთ მკერდთან ისე, რომ მოეჭიდოთ მათ ხელები.

ოდნავ ამოწიეთ კუდუსუნი ზემოთ და გაჩერდით ამ პოზაში 1 წუთის მანძილზე.

იზრუნეთ, რომ თქვენი სუნთქვა იყოს თანაბარი.

2. ბრუნვა

გსურთ გქონდეთ ბრტყელი და ლამაზი მუცელი? გააკეთეთ ეს 6 უმარტივესი ვარჯიში ყოველდღიურად და შედეგით გაოცდებით!

დაჯექით იატაკზე და გამოშალეთ ფეხები წინ თანაბრად. მოხარეთ მარჯვენა მუხლი, შებრუნდით მის მხარეს და დააფიქსირეთ წელი მარცხენა ხელის გამოყენებით.

შებრუნდით მარჯვენა მხარეს ნელა და მაქსიმალურად. შეიკავეთ თავი ამ პოზაში 30 წამის მანძილზე.

გაიმეროთ იგივე მარცხენა ფეხისთვის.

3. ჩაჯდომა



დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და გაშალეთ ხელები ზემოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ძალიან ნელა მოიხარეთ მუხლებში, თითქოს აპირებთ სკამზე დაჯდომას.

შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 1 წუთის მანძილზე. ისუნთქეთ ნელა და ღრმად.

4. ჩაჯდომა



გადადგით მარჯვენა ფეხი წინ, ხელები დააფიქსირეთ ზურგს უკან, შეწიეთ წელი და გარკვეული დროით შეიკავეთ თავი ამ პოზაში. გაიმეორეთ იგივე მოძრაობა მარცხენა ფეხისთვის.

თითო ფეხისთვის საჭიროა ამ ვარჯიშის ხუთჯერ გამეორება.

არ იჩქაროთ, ისუნთქეთ ღრმად, შეეცადეთ დაიცვათ წონასწორობა და ყველაფერი გამოგივათ!

5. ხიდი



დაწექით ზურგზე, მოკეცეთ ორივე ფეხი და კარგად დაეყრდენით ქუსლებით იატაკს. ამოწიეთ ბარძაყები, ხოლო ხელები დააფიქსირეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

შეიკავეთ თავი ამ პოზაში 1 წუთის მანძილზე.

6. ფეხები ზემოთ



დაწექით ზურგზე, ხოლო ფეხები ამოწიეთ ზემოთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად თანაბრად დაიჭიროთ ორივე ფეხი.

ისუნთქეთ ღრმად და ნელა. შეიკავეთ თავი ამ პოზაში 1 წუთის მანძილზე.

ამ ძალიან მარტივ ვარჯიშებს ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენ დაივიწყებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მუცელში სიმძიმის განცდასა და შემობერილობას.