ნუ ადგებით საწოლიდან, სანამ ამ ვარჯიშებს არ შეასრულებთ! აი რატომაა ეს აუცილებელი....
უამრავი ადამიანისთვის დილით ადრე ადგომა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. რაღა ვთქვათ დილით ვარჯიშზე, როდესაც საქმე ისედაც თავზე საყრელად გვაქვს: თავიც წესრიგში უნდა მოიყვანოთ, ოჯახი დავაპუროთ და სამსახურში წასასვლელად გავემზადოთ.
მსუბუქი ვარშიშები, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, გაქცევთ ბედნიერ, მხნე და ძალებით აღსავსე ადამიანად. ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ ზუსტად იცის, თუ როგორ აქციოს თქვენი დილა სასიამოვნოდ და სასარგებლოდ.
დილის ტანვარჯიში
შეასრულეთ ეს მსუბუქი ვარშიშები ყოველ დილით და შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.
მსუბუქი ვარშიშები, რომელთაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, გაქცევთ ბედნიერ, მხნე და ძალებით აღსავსე ადამიანად. ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ ზუსტად იცის, თუ როგორ აქციოს თქვენი დილა სასიამოვნოდ და სასარგებლოდ.
დილის ტანვარჯიში
- ხერხემლის გაწელვა
ღრმად ჩაისუნთქეთ, ხელები თავს უკან გაშალეთ და მიაბჯინეთ ხელის გულები კედელს. მუხლები გაშალეთ სწორად, ხოლო ტეერფები - მაქსიმალურად გაჭიმეთ. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 5 წამით. 5 წამის შემდეგ მოდუნდით, ღრმად ამოისუნთქეთ და კვლავ გაიმორეთ ვარჯიში. საერთო ჯამში თქვენ უნდა შეასრულოთ 3 გამეორება. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ მსუბუქი ვარჯიშის შესრულების შემდეგ თქვენ ხერხემალი ბოლომდე გამოიღვიძებს. - სახსრების მოთელვა
დაწექით ზურგზე, მოხარეთ მარჯვენა ფეხი, ხოლო მარცხენა ფეხი გადააჯვარედინეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. შემოახვიეთ მარჯვენა ფეხს ხელები. ისუნთქეთ ღრმად 5 წამის განმავლობაში და შეცვალეთ ფეხი. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ სახსრების მოთელვაში და ამასთანავე გაგიმკვრივებთ დუნდულის კუნთებს! შეასრულეთ 4-5 გამეორება თითოეულ ფეხისთვის. - მუხლები მკერდთან
დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და მიიბჯინეთ მკერდზე (დაიხმარეთ ხელები) შეიკავეთ თავი ამ პოზაში 10 წამით, შემდეგ მოდუნდით და ღრმად ამოისუნთქეთ. შეასრულეთ 5 ან 6 გამეორება. - მობრუნება
ეს ვარჯიში გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და გაგიძლიერებთ ზურგის კუნთებს. გაშალეთ ერთ-ერთი ხელი, ფეხები კი მოხარეთ მუხლებში და დაალაგეთ გაშლილი ხელის საპირისპირო მხარეს. შეიკავეთ თავი ამ პოზიციაში 10 წამით და შემდეგ შეცვალეთ ხელი. გაიმეორეთ ვარჯიში 5-6 ჯერ ორივე მხრისთვის და თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. - წინ დახრა
დაჯექით საწოლზე და გაშალეთ ფეხები სწორად. ჩაისუნთქეთ ღრმად. ამოსუნთქვაზე შეეცადეთ შეეხოთ ფეხებს თავით ისე, რომ არ მოხაროთ მუხლები. გახსოვდეთ, ამ ვარჯიშის შესრულებისას მნიშვნელოვანია კისრის გაწელვაც. შეასრულეთ 10 გამეორება და შემდეგ მოადუნთ სხეული. ეს ვარჯიში უბრალოდ აუცილებელია მათვის, ვინც მთელ დღეს მჯდომიარე პოზაში ატარებს. - ზურგის კუნთების გაწელვა
დაჯექით საწოლის კიდეზე და ფეხები იატაკზე დაალაგეთ. სხეული და ხელები იატაკისკენ მიზიდეთ, მოდუნდით და დაითვალეთ 5-მდე. ეს ვარჯიში გათვლილია ზურგის კუნთების გასაღვიძებლად და გასაწელად. 5-6 გამეორების შემდეგ მთელი დღის სამყოფ ენერგიას შეიგრძნობთ.
შეასრულეთ ეს მსუბუქი ვარშიშები ყოველ დილით და შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან.