ემოციური კადრები - გმირი გოგონა, რომელმაც 2 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა
2001 წელი. პატარა სოფელ პიპერაში მცხოვრები ერთი ოჯახის ტრაგედიამ მთელი რუმინეთი შეძრა. 2 წლის ალინა პასკარუ 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მთელი სოფელი, ათობით მაშველი ექვსი საათის მანძილზე ამაოდ ცდილობდა გოგონას ამოყვანას, რომელიც კედელსა და სათლს შორის, ვიწრო სივრცეში იყო გაჭედილი. სამაშველო ოპერაციას რუმინეთის სამი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყანა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს...
მშობლებს და მაშველებს იმედი გადაეწურათ... მოულოდნელად, მათ დახმარება 16 წლის მოზარდმა, ოანა ფურნიკამ შესთავაზა. გოგონა თოკებით ჩაუშვეს ბნელ და ვიწრო ჭაში. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - მაშველებმა რამდენიმე წუთში ამოიყვანეს ოანა უკან. ცოტა ხანში მოზარდმა კვლავ გამოთქვა მზადყოფნა ჭაში ჩასასვლელად... რამდენიმე წუთიც და შეკრებილი თანასოფლელები სასწაულის თვითმხილველნი გახდნენ - მაშველებმა იონა ჭიდან ამოსწიეს, მას ხელში 2 წლის ალინა ეჭირა...