ბიჭმა 19 წლის შეყვარებული 6 მეგობარ გოგონას აცემინა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა
ოჰაიოში მცხოვრები 19 წლის ჩეინ უილისი ახალი წლის წინა ღამეს სცემეს, თმები მოაჭრეს და გაქურდეს. თავდამსხმელებს შორის მისი შეყვარებული და ექვსი გოგონა იყვნენ, რომლებმაც არამარტო სასტიკად დაამცირეს თინეიჯერი, ამის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს ინტერნეტში. ჩეინის შეყვარებული, 20 წლის ქუინსი გარდნერი, რომელმაც გოგონა იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ის სასტიკად სცემეს, ქურდობაშია ეჭვმიტანილი. გოგონას ცემის შემდეგ მობილური ტელეფონი და 50 დოლარი წაართვეს.
"ტრავმირებული ვარ. ხმაურს რომ ვიგებ, მეშინია, სულ დედას ვარ აკრული. გარეთ როცა ვარ გასული, სახეს ვმალავ, მით უმეტეს, ახლა, როცა ჩემი სახე ყველამ ნახა ამ საშინელ ვიდეოში" - ამბობს შეურაცხყოფილი ჩეინ უილისი.