10 წლის ბიჭმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ორი ბავშვი გამოიყვანა
ოკლენდში ცეცხლი მოედო სახლს, რომელშიც 4 ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის აისეა ფრენსისმა, რომელსაც ეგონა, რომ სახლში მარტო ორი ბავშვი იმყოფებოდა, ორივეს დასტაცა ხელი და გამოიყვანა. მოგვიანებით მაშველებმა დანარჩენების გადარჩენაც მოახერხეს.