ზესტაფონის რაიონში ამნისტირებულმა პატიმარმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონში ამნისტირებულმა პატიმარმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა
ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში ამინისტირებულმა პატიმარმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდება.


გაუპატიურებული გოგონას ბებია შემთხვევის დეტალებს ყვება
ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის გაუპატიურებული გოგონას ოჯახის წევრების განცხადებით, შემთხვევა კვირას ღამით მოხდა. როგორც დაშავებულის ბებია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მეზობლის მამაკაცი საღამოს მათთან გადავიდა და 10 წლის გოგონას მაღაზიაში გაყოლა სთხოვა.
"შემთხვევა კვირას ღამით მოხდა. მეზობლის მამაკაცი გადმოვიდა და ჩემს 10 წლის შვილიშვილს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა, უთხრა, რომ ვალი ჰქონდა და ამიტომ მაღაზიაში ვერ შედიოდა და ბავშვიც ამიტომ გაჰყვა. მერე როგორც ბავშვი ამბობს, მეზობლის მამაკაცი გზაში აფთიაქში შევიდა და რაღაც წამლები იყიდა. შემდეგ კი ბავშვს ტყეში შესვლა სთხოვა და ისიც გაჰყვა. გვიან დაბრუნდა ბავშვი სახლში და სრულიად გაფითრებული იყო. არაფერს ამბობდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლის დროს საკუთარი დისთვის მოუყოლია ყველაფერი. ამის შემდეგ ჩვენ პოლიციას მივმართეთ", - განაცხადა დაშავებულის ბებიამ.